Union of Organic Farmers of Northern Greece (UOFNG) (ჩრდილოეთ საბერძნეთის ბიოფერმერთა კავშირი)

ჩაის სასმელები ჩაის სასმელები
თხილიეული თხილიეული
Ხილი და ბოსტნეული Ხილი და ბოსტნეული
ზეთისხილი ზეთისხილი
+(3)

ინიციატორი/დამფუძნებელი/მესაკუთრე:

ჩრდილოეთ საბერძნეთის ორგანულ ფერმერთა კავშირი

 

საკონტაქტო პირი:

სკორდიტი ქრისულა - კავშირის პრეზიდენტი

 

დაფინანსება: 

კერძო დაფინანსება - კავშირის წევრებისგან

 

წინაპირობა:

ჩრდილოეთ საბერძნეთის ბიოფერმერთა კავშირი დაარსდა 2001 წელს შვიდი ბიოფერმერის მიერ, რომლებმაც გადაწყვიტეს მოეწყოთ ბაზრობა კოდრას სამხედრო ბანაკში, კალამარიაში (სალონიკი). შემდეგ, დამფუძნებელი წევრების ძალისხმევით, ჩრდილოეთ საბერძნეთის სხვა ბიოფერმერებიც გაწევრიანდნენ კავშირში. დღეს კავშირში გაერთიანებულია 100-ზე მეტი წევრი. კავშირს მოწყობილი აქვს ოთხი ბაზარი სალონიკის მუნიციპალიტეტში. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა მუნიციპალიტეტებში დამატებითი ბაზრების ორგანიზებასთან დაკავშირებით.

კავშირის წევრი მრავალი ბიოფერმერი იყენებს ტრადიციულ ჯიშებს, და არა ჰიბრიდებსა და გენმოდიფიცირებულ თესლეულს. კავშირის მიზანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და საკვები პროდუქტების წარმოება პესტიციდებისა და ქიმიური სასუქების გარეშე. კულტივაციის მეთოდები უნდა იყოს დამზოგველი და ითვალისწინებდეს ნიადაგის გაცოცხლებას და მეორადი პროდუქტების და სხვა ორგანული მასის რეციკლირებას.

კავშირი ამჟამად გარდამავალ ფაზაშია და ყალიბდება ახალ იურიდიულ პირად, სახელმწიფოს მოთხოვნების შესაბამისად.

 

ადგილი / მისამართი:

მთავარი ოფისები: იაკოვუ პავლაკის 14, ნეაპოლი სალონიკი, საბერძნეთი

 

ცენტრის/ობიექტის მოკლე პრეზენტაცია:

კავშირი მუშაობს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. აორგანიზებს ბაზრებს ჩრდილოეთ საბერძნეთის ბიოფერმერებისთვის.  რა თქმა უნდა, ამ ბაზრებზე ქვეყნის სხვა ტერიტორიებიდანაც დაიშვებიან ბიოფერმერები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი ისეთ პროდუქტს აწარმოებენ, რომელიც ადგილობრივად არ იწარმოება. ბაზარზე დაიშვებიან ის მიწათმოქმედები და მწარმოებლები, რომლებიც სერტიფიცირებული ბიოპროდუქტების აწარმოებენ და თავიანთ პროდუქციას პირდაპირ მომხმარებელზე ყიდიან, შუამავლების გარეშე. ბაზრების კლიენტები არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მოცემულ მუნიციპალიტეტში ან მიმდებარე რეგიონში.

ბაზრებზე პროდუქტი თავად მწარმოებლებს მიაქვთ ახორციელებენ. რეკომენდებულია მათ გაყიდვის წერტილზე ყოფნა უშუალო კონტაქტი მომხმარებელთან.

 

ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები:

კავშირი ეწევა ექსკლუზიურად საცალო ვაჭრობას. არ ახორციელებს იმპორტს და არ გააქვს ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქცია ექსპორტზე. ამჟამად არ გამოიყენება ონლაინ გაყიდვები ან შეკვეთების სხვა საშუალებები (ტელეფონით ან ელ-ფოსტით). კავშირის წევრების - ბიოფერმერების და ბაზარზე განთავსებული მათი პროდუქციის პოპულარიზაცია და რეკლამირება ხდება კავშირის ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის საშუალებით.

 

პერიოდულობა:

ბაზრობები იმართება ყოველკვირეულად მთელი წლის განმავლობაში.

 

ცენტრის მიერ შეთავაზებული პროდუქცია:

ცენტრის მიერ ბაზრობებზე დაშვებული პროდუქცია მხოლოდ ბიოსერტიფიცირებულია. ბაზრობაზე წარმოდგენილი პროდუქციის ძირითადი კატეგორიებია:

Ø ხილი

Ø მწვანილი - არომატული მცენარეები

Ø ბოსტნეული

Ø ახალი სალათები

Ø კაკლოვნები

Ø ზეთისხილი

Ø ზეთები - ძმარი

Ø ბრინჯი - მაკარონი

 

დაშვების პირობები

ვისთვის არის ცენტრი ხელმისაწვდომი:

  • გაყიდვა

-           გამყიდველები უნდა იყვნენ პროფესიონალი ფერმერები და უნდა გააჩნდეთ ყველა საჭირო იურიდიული დოკუმენტაცია.

-           პროდუქცია უნდა იყოს ბიოსერტიფიცირებული წარმოების სრულად ციკლში.

-           დისტრიბუცია უნდა უზრუნველყოს უშუალოდ მწარმოებელმა/ფერმერმა, ყოველგვარი შუამავლის გარეშე. მკაცრად რეკომენდებული, რომ მწარმოებლები (თვითონ ფერმერები ან მათი ოჯახის წევრები) წარმოდგენილი იყვნენ ბაზრებზე და პოპულარიზაციას უწევდნენ საკუთარ პროდუქციას.

-           მწარმოებელი ან ფერმერი კავშირის წევრი შეიძლება გახდეს შესაბამისი განაცხადის წარდგენისა და გაწევრიანების საფასურის გადახდის შემდეგ.

-           მწარმოებელი ან ფერმერი ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი უნდა იყოს კავშირის მაკონტროლებელი კომიტეტის მიერ სერტიფიცირების დოკუმენტაციისა და ბაზარზე განთავსებული პროდუქტების შესამოწმებლად (ბაზარზე და/ან წარმოების ადგილზე).

-           ბიოფერმერმა ან ბიომწარმოებელმა უნდა გადაიხადოს ბაზარზე შესვლის საფასური ყოველ ჯერზე. თანხის ოდენობა დამოკიდებულია კომპანიის ტიპზე და სიდიდეზე.

  • ყიდვა

-           ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის მყიდველები ძირითადად ადგილობრივი მომხმარებლები არიან. მათთვის ბაზარზე წვდომის სპეციალური კრიტერიუმები არ არსებობს. ისინი მგრძნობიარენი არიან მათ მიერ მოხმარებული პროდუქტის წარმოების მეთოდებისა და გარემოს მიმართ. ამჯობინებენ საუკეთესო ხარისხის ორგანულ პროდუქციას და გამოხატავენ იმ პირების გაცნობის სურვილს, ვინც ამ პროდუქტებს აწარმოებს.

ორგანული პროდუქტები ნეაპოლიდან: ყოველ ხუთშაბათს დილის 8:00-დან. 13:00-მდე.

 

ბიობაზრობა ფერაიაში: ყოველ სამშაბათს 12:00 - 16:00 (ზამთარში), 17:00 სთ - 20:30 (ზაფხულში). 

 

ვოტსის ბიობაზარი: ყოველ ოთხშაბათს 8:00-დან. 13:00-მდე. 

 

კოდრას ბიობაზარი: ყოველ შაბათს 8:00-დან. 13:00-მდე. 

Review (0)