Urban Cooperative for the Solidarity Economy The Agricultural Grocery of Kalamaria (სოლიდარული ეკონომიკის ურბანული კოოპერატივი - კალამარიის სასოფლი სამეურნეო პროდუქტების ბაზარი)
ინიციატორი/დამფუძნებელი/მესაკუთრე:
ინიციატორი/დამფუძნებელი არის სოლიდარული ეკონომიკის ურბანული კოოპერატივი - კალამარიის სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ბაზარი
საკონტაქტო პირი:
ტერზოპულო ეიმილია – გამგეობის წევრი
დაფინანსება:
კოოპერატივის წევრების პირადი სახსრები
წინაპირობა:
კალამარიის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზარი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მოძრაობის -მუნიციპალური პარტიის ფრაქციის - ინიციატივას. ის არის მუნიციპალური მოძრაობის მიერ განხორციელებული სოციალური სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქციების ნაწილი, საკანონმდებლო პრინციპებისა და მოქმედი რეგულაციების დაცვით. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს წევრი, თუ წარადგენს განაცხადს, რომელიც ადასტურებს კოოპერატივის წესებთან და რეგულაციებთან შესაბამისობას.
მიუხედავად იმისა, რომ კოოპერატივმა მუშაობა 2012 წელს დაიწყო, ინსტიტუციებისა და სოლიდარული ეკონომიკის გენერალურ რეესტრში 2017 წელს დარეგისტრირდა.
მისი მიზნებია:
- ადგილობრივიფერმერების – მწარმოებლებისადამომხმარებლებისსოლიდარობისადაურთიერთდახმარებისქსელისშექმნა
- მომხმარებელთამოთხოვნილებებისდაკმაყოფილებაადგილობრივი ხარისხიანიპროდუქციითადახელმისაწვდომიფასებით
- საბერძნეთისსასოფლო-სამეურნეოწარმოებისმხარდაჭერა, მოვლა-მოყვანის ეკომეგობრულიმეთოდებითდასამართლიანიფასებით მწარმოებლისთვის
- ადგილობრივიბიზნესისადაწარმოებისმხარდაჭერა
ადგილი / მისამართი:
კოოპერატივის ოფისები
Karaoli & Dimitriou 47, კალამარია, სალონიკი, საბერძნეთი
GPS: 40.55083, 23.02549
ძირითადი და რეგიონული ფილიალები / ადგილობრივი წერტილები:
Flea Market 1: Nikolaou Plastira, Kalamaria, Thessaloniki – Aretsou Beach, Greece
GPS: 40.57802, 22.94330
საკონტაქტო პირი: ტერზოპულო ეიმილია
Flea Market 2: Spyrou Moystakli 2, Kalamaria, Thessaloniki – Nea Krini Grove, Greece
GPS: 40.57124, 22.96064
საკონტაქტო პირი: ტერზოპულო ეიმილია
ცენტრის/ობიექტის პრეზენტაცია:
კალამარიის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზარი არ არის მომხმარებელთა მოძრაობა, მაგრამ აქვს მრავალი მიზანი. ის არის მომხმარებელთა და მწარმოებელთა ქსელი და ეფუძნება წარმოდგენას, რომ ორი სოციალური ჯგუფი უნდა მუშაობდეს ერთად, მხარს უჭერდეს ერთმანეთს და აცნობიერებდეს, რომ მათი ინტერესები საერთოა და არა კონფლიქტური.
კოოპერატივის მოლაპარაკების პოტენციალი დამოკიდებულია ნავაჭრი პროდუქციის რაოდენობაზე და, შესაბამისად, მისი წევრების მხარდაჭერაზე, ასევე წევრების რაოდენობის შემდგომ ზრდაზე, რაც გადამწყვეტია მისი განვითარებისთვის.
კოოპერატივის საქმიანობა არის ადგილობრივი – რეგიონული. მისი მომწოდებლები არიან ადგილობრივი და რეგიონის მწარმოებლები. ისინი კოოპერატივის აქტიური წევრები არიან. მომხმარებლები არიან რეგიონის მაცხოვრებლები. პროდუქციის ტრანსპორტირებას თავად მწარმოებლები ახორციელებენ.
ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები:
ბაზრობა იმართება თვეში ორჯერ სალონიკში, კალამარიის მიდამოებში. მწარმოებლებს, საცალო ვაჭრობის უფლება აქვთ მხოლოდ ბაზრობის დროს.
კოოპერატივი ყოველკვირეულად ამზადებს პოსტერს ბაზრებზე, სადაც წარმოდგენილია ბაზრობაზე გასაყიდი პროდუქცია, ხოლო მწარმოებლებთან კონსულტაციის საფუძველზე მითითებულია პროდუქციის შეთავაზებები და სპეციალურ ფასები. გარდა ამისა, კოოპერატივი თავის წევრებს ყოველკვირეულად ელ-ფოსტით უგზავნის პროდუქციის შეთავაზებებს და ეწევა პროდუქციის პოპულარიზაციას და რეკლამირებას ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში.
პროდუქციის ტრანსპორტირება, განთავსება, პოპულარიზაცია და გაყიდვა ღია ცის ქვეშ, მწარმოებლების მოვალეობაა. სასურველია მათი უშუალო კონტაქტი მომხმარებელთან და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
პერიოდულობა:
ბაზრობები ეწყობა კვირაობით, დილის საათებში, მთელი წლის განმავლობაში.
ცენტრის მიერ შეთავაზებული პროდუქცია:
კოოპერატივი მომახმარებელს სთავაზობს შემდეგი კატეგორიის პროდუქტებს:
- სეზონური ხილი
- სეზონური ბოსტნეული
- ყველი
- კვერცხი
- პარკოსნები
- კაკლოვნები
- მწნილი
- ზეითუნის ზეთი, სუბპროდუქტები და ზეთისხილი
- ჯემი და ტრადიციული ტკბილეული
- თაფლი და ფუტკრის პროდუქტები
- მწვანილი და ჩაი
- დეკორატიული მცენარეები და თესლეული
დაშვების პირობები
-
გაყიდვა
ფერმერები/მწარმოებლები, რომელთაც სურთ რომ წარმოდგენილი იყონ ბაზრობაზე, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
-
მათ მიერ წარმოებულ პროდუქტს ბაზარზე არ უნდა ყიდიდეს 2-ზე მეტი მწარმოებელმა. ეს მწარმოებლები უნდა იყვნენ კოოპერატივის წევრები.
-
პროდუქციას უნდა აწარმოებდეს ლეგალურად და უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო იურიდიული დოკუმენტაცია.
-
უნდა არსებობდეს კოოპერატივის თანხმობა, რომელიც გაიცემა წარმოების მეთოდებისა და სამუშაო პირობების ადგილზე შემოწმების საფუძველზე.
-
საჭიროა საცდელი მონაწილეობა ორ ბაზრობაზე, რათა შემოწმდეს როგორი იქნება ფერმერის ურთიერთობა მომხმარებელთან.
-
უნდა გახდეს კოოპერატივის წევრი განაცხადის წარდგენისა და შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე (20 ევრო).
-
უნდა გადაიხადოს ბაზარზე შესვლის საფასური ყოველ ბაზრობაზე, კოოპერატივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის. გადასახადის მოცულობა დამოკიდებულია იურიდიული პირის ტიპზე და მწარმოებლის მასშტაბურობაზე.
-
მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ პროდუქციის ხარისხის სტაბილურობა და დაიცვან მიწოდების დღეები და ვადები.
-
ყიდვა
-
ბაზრობაზე წარმოდგენილი შემოთავაზებული პროდუქციის მყიდველები ძირითადად ადგილობრივი მომხმარებლები არიან. მათთვის არ არსებობს ბაზარზე წვდომის სპეციალური კრიტერიუმები. ისინი მგრძნობიარენი არიან მათ მიერ მოხმარებული პროდუქტის წარმოების მეთოდებისა და გარემოს მიმართ, აგრეთვე იმ პირების მიმართ, ვინც ამ პროდუქტებს აწარმოებს.
- Karaoli & Dimitriou 47, Kalamaria, Thessaloniki, Greece
- +30 6981512030
- agropankalamarias.blogspot.com
- agropankalamarias@gmail.com
- @agrotikopantopoliokalamarias
- Agropan
- agropankal
სამუშაო დრო:
სამუშაო დღეები: 1-ლი ბაზრობისთვის თვის ყოველ მეორე კვირა დღეს და მე-2 ბაზრობისთვის - თვის ყოველ მესამე კვირა დღეს.
სამუშაო საათები: 8:00 - 13:00