Bio Fruit Oporopantopoleion
ინიციატორი/დამფუძნებელი/მესაკუთრე:
სასურსათო ბაზარი „Bio Fruit“ დააარსებულია კომპანია „Tsakiridis Christos Ι-ს“ მიერ.
საკონტაქტო პირი:
ციკარიდისი ქრისტო - მესაკუთრე
დაფინანსება:
კომპანია და სასურსათო ბაზარი შეიქმნა და ფუნქციონირებს კერძო სახსრებით.
წინაპირობა:
Bio Fruit ბაზარი 2000 წელს გახსნა ბ-ნ ცაკირიდის ქრისტომ. მას შემდეგ ის აქტიურად მუშაობს ახალი და ორგანული პროდუქტების გაყიდვების სფეროში. კომპანიამ საქმიანობა დაიწყო მის ამჟამინდელ მისამართზე, ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობით და ახალი ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვით. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში პროდუქციის ასორტიმენტი გამდიდრდა და შეიქმნა ორგანული პროდუქტების დეპარტამენტი, რამაც კომპანიას შესაძლებლობა მისცა, დაფაროს მომხმარებელთა მოთხოვნილებების უმეტესი ნაწილი. Bio Fruit მომხმარებელს სთავაზობს შიდა და საერთაშორისო ბაზრებიდან შემოტანილ ხარისხიან და ყუათიან ახალ პროდუქციას. პარტნიორებთან ურთიერთობაში კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია თაროებზე განთავსებული პროდუქციის წარმოებისა და მოყვანის მეთოდები, ეკოლოგიურად სუფთა შესაფუთი მასალის გამოყენება და სამუშაო პირობები საწარმოო ტერიტორიაზე. კომპანია მუდმივად ატარებს კვლევებს პროდუქციის განახლებისათვის და ბაზარზე არსებული ტენდენციებისთვის ფეხის ასაწყობად.
ადგილი / მისამართი:
პაპანიკოლაუს 74, რეციკი, სალონიკი
ცენტრის/ობიექტის მოკლე პრეზენტაცია:
Bio Fruit მუშაობს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პროდუქციის ხარისხსა და გამორჩეულ მახასიათებლებს. მას ამარაგებენ ინდივიდუალური ფერმერები, ადგილობრივი მწარმოებლები და მოვაჭრეები, აგრეთვე საზღვარგარეთის სავაჭრო კომპანიები. პროდუქციის ტრანსპორტირება კომპანიის ტერიტორიაზე ხორციელდება ან თავად მომწოდებლების მიერ ან სატრანსპორტო კომპანიის დახმარებით, განსაკუთრებით დიდი შეკვეთების შემთხვევაში. ადგილობრივი მაცხოვრებლების გარდა, კომპანიის კლიენტები არიან ადგილობრივ ბიზნესები, როგორიცაა რესტორნები, სამიკიტნოები, კაფეები, ასევე ბითუმად მყიდველი ვაჭრები.
ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები:
კომპანია ძირითადად დაკავებულია საცალო გაყიდვებით. საბითუმო გაყიდვები მთლიანი გაყიდვების მხოლოდ მცირე პროცენტს შეადგენს. პროდუქციის გამრავალფეროვნებისა და მომხმარებლების დაკმაყოფილების მიზნით, კომპანიას პროდუქცია შემოაქვს მსოფლიოს მრავალი კუთხიდანაც. მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს პროდუქტი ტელეფონით და ინტერნეტ პლატფორმაზე, სადაც წარმოდგენილია კომპანიის პროდუქცია. გარდა ამისა, კომპანია თავის თავზე იღებს მომხმარებლისთვის შეკვეთილი პროდუქტის მიწოდებას. კომპანიისა და მისი პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეკლამირებისათვის გამოიყენება ვებ-გვერდი და სოციალური მედია, ასევე ბაზარში განთავსებული მინიშნებები სპეციალური შეთავაზებებით.
პერიოდულობა:
ბაზარი ღიაა სამუშაო დღეებში და საათებში, ყოველწლიურად.
ცენტრის მიერ შეთავაზებული პროდუქცია:
კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროდუქტებია:
Ø ორგანული პროდუქტები: ღვინო, შოკოლადი, ვაფლი, მარცვლოვნები, ყავა, ნამცხვრები, ჯემი, გამაგრილებელი სასმელები, ორაგული
Ø ტრადიციული პროდუქტები: კომპოტი, მწნილი, მაკარონი, სოუსები, ტრადიციული დესერტები
Ø ახალი ხილი და ბოსტნეული
Ø ახალი მწვანილი
Ø სანელებლები
Ø პარკოსნები
Ø რძის პროდუქტები
Ø კაკლოვნები
Ø სასმელები
დაშვების პირობები
ვისთვის არის ცენტრი ხელმისაწვდომი:
- გაყიდვა
- კომპანიას შეიძლება ამარაგებდნენ ინდივიდუალური ფერმერები, კოოპერატივები, საცალო და/ან საბითუმო მოვაჭრეები
- ტრანსპორტირების გამო გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად კომპანია უპირატესობას ანიჭებს ახლომდებარე ტერიტორიებზე წარმოებულ პროდუქტებს.
- კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს ინოვაციურ პროდუქტებსა და გამორჩეული მახასიათებლების მქონე პროდუქტებს.
- ორგანული პროდუქცია უნდა იყოს სერტიფიცირებული და მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაცია.
- ბაზარში შესვლისთვის ან კონკრეტული თაროს დაკავებისთვის არ მოითხოვება რაიმე გადასახადი და არ არსებობს რაიმე მოთხოვნა პროდუქციის რაოდენობასთან დაკავშირებით.
- ყიდვა
- მყიდველები ძირითადად არიან ადგილობრივი მომხმარებლები და ადგილობრივი ბიზნესები. კომპანიას ასევე ჰყავს საბითუმო მომხმარებლები - ვაჭრები, გაცილებით მცირე რაროდენობით. არ არსებობს წვდომასთან დაკავშირებული რაიმე შეზღუდვა ზემოთ აღწერილი რომელიმე კატეგორიის მყიდველისთვის.
- Papanikolaou 74, Retsiki, Thessaloniki
- +30 2310580848
- www.biofruit.gr
- info@biofruit.gr
- @BioFruitOporopantopoleion
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. კვირას - დაკეტილია
სამუშაო საათები: 08:00 - 21:00