Consumer Productive Cooperative Koykoyli Thessalonikis (სამომხმარებლო-საწარმოო კოოპერატივი „კოიკოილი სალონიკი“)
Amenities
ინიციატორი/დამფუძნებელი/მესაკუთრე:
სამომხმარებლო-საწარმოო კოოპერატივი „კოიკოილი სალონიკი“
საკონტაქტო პირი:
პაპასტაფიდას ანასტასიოსი – გამგეობის წევრი
დაფინანსება:
კოოპერატივი შეიქმნა მისი წევრების ფინანსებით
წინაპირობა:
სამომხმარებლო-საწარმოო კოოპერატივი „კოიკოილი“ დაარსდა 2016 წლის 16 ივლისს და ხელმძღვანელობს სოციალური ეკონომიკისა და სოლიდარობის შესახებ კოოპერატივის დებულებებით.
კოოპერატივის მიზანია მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. მისი საქმიანობა ხელს უწყობს გარემოს მდგრადობას და სოციალურ-ეკონომიკურ თანასწორობას. უფრო კონკრეტულად, კოოპერატივი სამომხმარებლო, სასოფლო-სამეურნეო, საწარმოო, სატრანსპორტო, დეველოპერულ, სოციალურ, საგანმანათლებლო, ეკოლოგიურ და კულტურული საქმიანობა ეფუძნება ეკოლოგიის და სოციალური ეკონომიკის პრინციპებს.
კოოპერატივის სათაო ოფისი მდებარეობს მის საცალო მაღაზიაში სალონიკში. კოოპერატივის წევრები კი არიან მისი მომხმარებლები და მწარმოებლები.
ადგილი / მისამართი:
Ipsilantou 28, ვულგარის რაიონი, სალონიკი, საბერძნეთი
ცენტრალური და რეგიონული/ადგილობრივი ფილიალები:
ცენტრალური: Ipsilantou 28, ვულგარის რაიონი, სალონიკი, საბერძნეთი
საკონტაქტო პირი: პაპასტაფიდას ანასტასიოსი
სხვა რეგიონალური და ადგილობრივი ობიექტები არ არსებობს..
ცენტრის/ობიექტის მოკლე პრეზენტაცია:
კოუკოულის საცალო მაღაზია მწარმოებლებს და წევრებს სთავაზობს საკუთარ ტერიტორიას პროდუქციის გასაყიდად შუამავლებზე გარეშე. ამგვარად, მწარმოებლებს შეუძლიათ დაბალ ფასად გაყიდონ პროდუქცია და სრულად აკონტროლონ არა მხოლოდ პროდუქტის წარმოება, არამედ მისი მომხმარებლებზე განაწილებაზეც.
კოოპერატივი ხელს უწყობს ეკოლოგიური მეურნეობის პოპულარიზაციას და მხარდაჭერას და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას. იყენებს ფილოსოფიას „სავარგულიდან სუფრამდე“. ის ხელს უწყობს ახალგაზრდა ფერმერების ურთიერთდახმარებასა და მხარდაჭერას, რომლებიც გადაერთონ ეკოლოგიურ მეურნეობაზე და ამავდროულად საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია ქიმიური ნივთიერებებისა და სასუქების გამოყენების მავნეობის შესახებ.
კოოპერატივის საქმიანობის არის ადგილობრივი – რეგიონული. მისი მომწოდებლები არიან კოოპერატივის წევრები, კერძოდ ადგილობრივი და რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მწარმოებლები. მომხმარებლები ძირითადად სხვა მაღაზიებისა და რესტორნების მომხმარებლები არიან. პროდუქციის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ მომწოდებლები, მაგრამ ხშირად პარალელურად სხვა ღონისძიებებსაც მიმართავენ (ადგილებზე თანხის გადახდა და ზედამხედველობა კოოპერატივის მიერ, ან მწარმოებლების ახლომდებარე ბაზრებში გადასვლა), რათა შეამცირონ მარშრუტის და გარემოსაც ნაკლები ზიანი მიაყენონ.
ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები:
„კოიკოილი“ ძირითადად ახორციელებს საცალო გაყიდვებს და არა საბითუმო გაყიდვებს სხვა კომპანიებსა და ვაჭრებზე. მას მხოლოდ ისეთი პროდუქტს შემოაქვს, რომელიც ქვეყანაში არ იწარმოება. შეკვეთებს სხვა კოოპერატივებთან ერთად აკეთებს, რათა თანხა დაზოგოს და შეამციროს გარემოზე ზემოქმედება.
ის პოპულარიზაციას და რეკლამას უწევს თავის პროდუქტებს მაღაზიაში, აგრეთვე ინტერნეტ სივრცეში და სოციალურ მედიით მომხმარებელს სთავაზობთ სპეციალურ ფასებსა და გარიგებებს. მომხმარებელს საშუალება აქვს შეუკვეთოს პროდუქცია ტელეფონით, ელ-ფოსტით ან ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით. მიწოდება ხდება მაღაზიიდან საკუთარი, პირადი ტრანსპორტით.
პერიოდულობა:
მაღაზია ღიაა მთელი წლის განმავლობაში და მუშაობს სამუშაო დღეებში და სამუშაო საათებში.
ცენტრის მიერ შეთავაზებული პროდუქცია:
კოოპერატივს შემდეგი კატეგორიის პროდუქტები აქვს:
Ø საკვები: ფქვილი და თავნაფქვი ბურღული, მარცვლეული, ზეთისხილი და ზეთი, მაკარონი, ყავა, შაქარი, ჯემი და ტრადიციული ბერძნული დესერტი, თაფლი და ფუტკრის პროდუქტები, სანელებლები, პარკოსნები, მწნილი
Ø სასურსათო პროდუქტები: ბოსტნეული, კაკლოვნები, ხილი
Ø საცხობი: პური და საკონდიტრო ნაწარმი, ნამცხვრები, ჯანმრთელი სასუსნავი
Ø მეურნეობიდან მოტანილი: კვერცხი, ყველი, ხორცი
Ø მწვანილეული და ჯანმრთელობა: ეთერზეთები-ყვავილოვანი წყალი, მწვანილი, არომატული მცენარეები, მცენარეული ზეთი, მცენარეული ნაყენები, მცენარეები ქოთანში
Ø სასმელები: წვენი, ღვინო, ციპურო, ლიქიორი
Ø პირადი ჰიგიენა: კოსმეტიკა – სამკურნალო საშუალებები, შამპუნი, საპნები
Ø სახლის მოვლა: ბუნებრივი საწმენდი საშუალებები, სარეცხი საშუალებები, წებო
დაშვების პირობები
ვისთვის არის ცენტრი ხელმისაწვდომი:
- გაყიდვა
ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კოიკოილიში საკუთარი პროდუქციის გასაყიდად, არის კოოპერატივის განსაკუთრებული პრინციპის აღიარება, რაც გამოიხატება მწარმოებელსა და საბოლოო მომხმარებელს შორის ახალი ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბების ერთობლივ ძალისხმევაში. კოიკოლი წარმოადგენს მისი წევრების ერთობლიობას. მისი თაროები არის ყველასთვის ერთად და თითოეულისთვის ცალ-ცალკე. მწარმოებელს მიაქვს თავისი პროდუქტი საკუთარ მაღაზიაში და შეიმუშავებს კონტროლის საკუთარ სისტემას, ამავდროულად ხელს უწყობს სხვა წევრების პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას. კოოპერატივში პროდუქტების შეტანისათვის დაწესებული კრიტერიუმები მიზნად ისახავს, რომ სტიმული მისცეს სოფლის მცირე მწარმოებლებს, გადაერთონ ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის მეთოდების გამოყენებაზე იმისათვის, რომ კოოპერატივის წევრები გახდნენ. არ არის საჭირო ოფიციალური სერტიფიცირება, რადგან მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთნდობასა და თანამშრომლობას. თანამშრომლობის ფარგლებში კოოპერატივი აწყობს ადგილზე ვიზიტებს მეურნეობებში და მწარმოებლებისა და პროდუქტების ეკოლოგიური შეფასების მისივე კომიტეტის მეშვეობით აკეთებს სინჯების ლაბორატორიულ ანალიზს. ეკოლოგიური წარმოების კრიტერიუმების გარდა, გათვალისწინებულია სამუშაო პირობები და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობები სამუშაო ადგილზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაბალ ფასებს და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას ტრანსპორტირებისა და შეფუთვისას.
მაღაზიის თაროებზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტი უნდა იყოს კოოპერატივის წევრის, ხოლო იმ პროდუქტებისათვის, რომლებიც საბერძნეთში არ არის წარმოებული, არსებობს სამართლიანი ვაჭრობის ეკო პროდუქტების განყოფილება. კოოპერატივი ერთმნიშვნელოვნად ორიენტირებულია იმ მწარმოებლებზე, რომლებიც უშუალოდ ყიდიან თავიანთ პროდუქციას მაღაზიის მეშვეობით. შუამავლებს, ვაჭრებს არ აქვთ უფლება გახდნენ კოოპერატივის წევრები და გაყიდონ პროდუქცია.
კოოპერატივის მეშვეობით პროდუქციის რეალიზაციის კრიტერიუმებია:
- მწარმოებელი კოოპერატივის წევრი რომ გახდეს, უნდა შეავსოს განაცხადი და გადაიხადოს საწევრო (300 ევრო)
- თუ ფერმერი წარადგენს განცხადებას ფინანსური დახმარების შესახებ, ის ასევე უნდა გაუგზავნოს კოოპერატივის შეფასების კომიტეტს.
- მიწათმოქმედებაში გამოყენებული უნდა იყოს შემდეგი მეთოდები: ორგანული, ბიოდინამიკური, ბუნებრივი კულტივაცია ან ამ მეთოდების კომბინაცია.
- კოოპერატივი მხარს უჭერს საერთაშორისო მოძრაობას ტრადიციული ჯიშებისა და თესლეულის კონსერვაციისა და გავრცელების მიზნით. ის გვთავაზობს ტრადიციული ჯიშებისა და თესლეულის გაშენებას, მაგრამ უარს არ ეუბნება იმ მწარმოებლებს, რომლებიც ჰიბრიდებს იყენებენ. კოოპერაცია არ იღებს მუტირებული თესლეულიდან მიღებულ პროდუქციას.
- შესანახი პროდუქციისათვის გამოყენებული უნდა იყოს შენახვის ეკოლოგიური მეთოდები.
- ბუნებაში შეგროვებული პროდუქტები არ დაიშვება. ეს პროდუქტები დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ბიომეთოდებით წარმოებული ანალოგიური პროდუქტები და არ არის მოპოვებული დაცული დაცული ტერიტორიებიდან. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა საჯარო დაწესებულების სავაჭრო ნებართვა.
- ყიდვა
- მაღაზიის პროდუქციის მყიდველები ძირითადად ადგილობრივი მომხმარებლები არიან. მათთვის არ არსებობს რაიმე სპეციალური კრიტერიუმები მაღაზიაზე წვდომისთვის. ისინი მგრძნობიარენი არიან მათ მიერ მოხმარებული პროდუქტის წარმოების მეთოდებისა და გარემოს მიმართ. ორგანიზებული საბითუმო ვაჭრობის შემთხვევაში, მყიდველები ასევე შეიძლება იყვნენ სხვა ადგილობრივი მაღაზიები და/ან რესტორნები.
- Ipsilantou 28, region of Voulgari, Thessaloniki, Greece
- +30 2310 311047
- www.tokoukouli.gr
- infokoukouli@gmail.com
- KoukouliCoop
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 - 21:00. შაბათს 8:00 - 16:00.