Bios Coop
Amenities
ინიციატორი/დამფუძნებელი/მესაკუთრე:
Social Consumer Cooperative of Thessaloniki (სალონიკის საზოგადოებრივი სამომხმარებლო კოოპერატივი)
საკონტაქტო პირი:
პაპაფილიპო ასპა – ადმინისტრაციული საბჭოს პრეზიდენტი
დაფინანსება:
კერძო დაფინანსება კოოპერატივის წევრებისგან
წინაპირობა:
სალონიკის საზოგადოებრივი სამომხმარებლო კოოპერატივი „Bio Coop“ დაარსდა 2012 წელს PRO.S.K.AL.O-ს ინიციატივით. (თანამშრომლობის ინიციატივა სოციალური სოლიდარული ეკონომიკისთვის). მომდევნო წლებში მის ირგვლივ იყო უფრო ფართო საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული სალონიკში კოოპერატიული სუპერმარკეტის შექმნა. კოოპერატიული სუპერმარკეტის შესაქმნელად საჭირო კაპიტალი იმ წევრების „წილებია“, რომლებიც კოოპერატივის თანამფლობელები არიან. მან ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს. მდებარეობს სალონიკის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის, სადაც წევრების ყველაზე დიდი პროცენტია.
„Bio Coop“-ის მიზანია კოოპერატიული არამომგებიანი სუპერმარკეტის ფუნქციონირება ხარისხიანი პროდუქციით და ხელმისაწვდომ ფასებში, რომელთა წყაროა რეგიონის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ცალკეული ფერმერები და მწარმოებლები.
„Bios Coop“-ს ბიზნეს ურთიერთობები აქვს სხვა კოოპერატივებთან და ინდივიდუალურ მწარმოებლებთან, რომლებსაც უთმობს თაროებს სუპერმარკეტში პროდუქციის განსათავსებისათვის. ამ გზით მხარს უჭერს და განამტკიცებს მათ ძალისხმევას. დღეს კოოპერატივს 450 აქტიური წევრი ჰყავს.
ადგილი / მისამართი:
კონსტანტინე კარამანლის გამზირი 42, სალონიკი, საბერძნეთი
საკონტაქტო პირი: ლაკას პანაიოტისი - მაღაზიის მენეჯერი
სხვა რეგიონული და ადგილობრივი მაღაზია არ არსებობს.
ცენტრის / ობიექტის მოკლე აღწერა:
მაღაზია ფუნქციონირებს ადგილობრივ-რეგიონულ დონეზე და ძირითადად თანამშრომლობს მის ინფრასტრუქტურასთან ახლო მანძილზე მყოფ მწარმოებლებთან და სხვა კოოპერატივებთან. ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს თანამშრომლობას უფრო შორს მყოფ მწარმოებლებთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნად პროდუქციას ადგილობრივი ფერმერები არ აწარმოებენ. ზოგიერთ შემთხვევაში მაღაზია თანამშრომლობს საზღვარგარეთის კოოპერატივებთან, საიდანაც შემოაქვს ისეთი პროდუქცია, რომელიც საბერძნეთში არ იწარმოება. სურსათის მთავარი მომხმარებლები არიან მომხმარებელთა საზოგადოება და განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობა, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი ბიზნესი, როგორიცაა რესტორნები და ვაჭრები.
სურსათის მთავარი მომხმარებელია საზოგადოება, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობა, აგრეთვე სხვა ადგილობრივი ბიზნესები: რესტორნები და ვაჭრები.
პროდუქციის ტრანსპორტირება მაღაზიაში, როგორც წესი, ხდება უშუალოდ მწარმოებლების მიერ ან/და სატრანსპორტო კომპანიის გამოყენებით. დიდი მოცულობების შემთხვევაში მწარმოებელს პროდუქცია პირდაპირ კოოპერატივის საკუთრებაში არსებულ საწყობებში მიაქვს.
ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები:
„Bios Coop“ ძირითადად ეწევა საცალო გაყიდვებს, მაგრამ არ კრძალავს საბითუმო გაყიდვებსაც. პროდუქციის მიმწოდებლები არიან ადგილობრივი მწარმოებლები და კოოპერატივები, აგრეთვე საზღვარგარეთის კომპანიები. კონკრეტული პროდუქტების გაყიდვების გაზრდის მიზნით, კოოპერატივი ახორციელებს საპოპულარიზაციო და სარეკლამო აქტივობებს მაღაზიაში, აგრეთვე ვებ-გვერდის საშუალებით. მაღაზია ასევე იღებს შეკვეთებს ტელეფონით და ელ-ფოსტით და გააჩნია ადგილზე მიტანის იაფი სერვისი. მოკლევადიანი გეგმებში შედის ონლაინ მაღაზიის დასრულება, რაც მომხმარებელს ონლაინ შეკვეთების შესაძლებლობას მისცემს.
პერიოდულობა:
მაღაზია მუშაობს მთელი წლის განმავლობაში სამუშაო დღეებში და სამუშაო საათებში.
ცენტრის მიერ შეთავაზებული პროდუქცია:
პროდუქტების ძირითადი კატეგორიებია:
- ხილი
- ბოსტნეული
- რძის პროდუქტები
- ყველი
- ხორცპროდუქტები
- პარკოსნები
- მაკარონი
- მარცვლეული
- ზეთები
- ფქვილი
- მწვანილი
- ჩაი
- ხორცი
- ფრინველი
დაშვების პირობები
ვისთვის არის ცენტრი ხელმისაწვდომი:
- გაყიდვა
- მიმწოდებლები შეიძლება იყვნენ ადგილობრივი მწარმოებლები და კოოპერატივები, არაა გამორიცხული შორეული მიმწოდებლები, აგრეთვე იმპორტი საზღვარგარეთის კოოპერატივებიდან ან კომპანიებიდან.
- პერსპექტიულმა მომწოდებლებმა უნდა მიიღონ თანხმობა კოოპერატივის ორი კომისიისგან: ა) ხარისხის კომისია, რომელიც აკონტროლებს ეკოლოგიურად სუფთა კულტივირების მეთოდებს, გენმოდიფიცირებული თესლეულის არარსებობას და სამუშაო გარემოს და ბ) ეკონომიკური კომისია, რომელიც იკვლევს კონკრეტული პროდუქტის მიწოდების საჭიროებას მომხმარებლის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით
- მიმწოდებელი არ არის ვალდებული გახდეს კოოპერატივის წევრი ან გადაიხადოს საფასური მაღაზიაში/თაროზე წვდომისთვის. კოოპერატივი არ მიესალმება კონკურენციას მაღაზიაში ან თაროებზე კონკრეტული პოზიციის მოსაპოვებლად.
- კოოპერატივი მხარს უჭერს შეფუთვის შეზღუდულ გამოყენებას, ეკოლოგიურად სუფთა შესაფუთი მასალის გამოყენებას ან პროდუქციის გაყიდვას შეფუთვის გარეშე, სადაც ეს შესაძლებელია.
- პროდუქციის ტრანსპორტირებას ახორციელებს მიმწოდებელი.
- ყიდვა
- მომხმარებლისთვის არ არსებობს რაიმე შეზღუდვა მაღაზიაში შესვლასთან დაკავშირებით. მყიდველები ძირითადად ადგილობრივი მომხმარებლები არიან. ასევე სხვა კომპანიებს ან ვაჭრებს შეუძლიათ პროდუქციის ბითუმად შესყიდვა.
- 42 Konstantinou Karamanli Avenue, Thessaloniki, Greece
- +30 2310 811918
- www.bioscoop.gr
- coopbios@gmail.com
- @bioscoop.gr
- @bioscoopgr
სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი
სამუშაო საათები: 8:00 - 21:00