«Hellenic Market S.A.»
Amenities
„Hellenic Market“ არის მაღაზიათა ქსელი და ყიდის სამომხმარებლო პროდუქციას. ვასილიკას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თანამშრომლობს ამ ქსელთან და ყიდის პრდუქციას, როგორიცაა ოსპი და მუხუდო.
ინიციატორი/დამფუძნებელი/მესაკუთრე:
სუპერმარკეტების დამფუძნებელი და მესაკუთრე თავად კომპანიაა.
საკონტაქტო პირი:
ანდრიოტის ქრისტოფოროსი / საკონტაქტო პირი
დაფინანსება:
კომპანია შეიქმნა და მუშაობს კერძო დაფინანსებით.
წინაპირობა:
Hellenic Markets S.A-მ საქმიანობა დაიწყო 2012 წელს ფრენჩაიზის ტიპის სუპერმარკეტების ახალი ქსელის შექმნით, სახელწოდებით „Hellenic Markets“. კომპანია ძირითადად მუშაობს ცენტრალურ მაკედონიასა და კრეტაზე 177 მაღაზიით, სადაც მუშაობენ მაღალკვალიფიციური ხელმძღვანელები და თანამშრომლები, მრავალწლიანი გამოცდილებით. Hellenic Markets-ის მთავარი მიზანია უფრო მეტად დაიმკვიდროს თავი საბერძნეთში დამატებითი მაღაზიების გახსნით.
კომპანიამ აქვს ჭეშმარიტი ბერძნული პროფილი და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბერძნული პროდუქტების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას, ბერძნულ კომპანიებთან და მწარმოებლებთან პარტნიორობით.
კომპანია არის Elomas Group-ის (ბერძნული სუპერმარკეტების ქსელი) წევრი, რომელიც კომპანიის სახელით უზრუნველყოფს პარტნიორულ ურთიერთობებს, მხარს უჭერს კომპანიის მუშაობას და პროდუქტების განვითარებას საკუთარი სავაჭრო ნიშნით, ახორციელებს პროდუქციის იმპორტს საზღვარგარეთიდან და აწყობს საპოპულარიზაციო ღონისძიებებს.
Hellenic Markets S.A არის მაღაზიათა ერთ-ერთი ქსელი, რომელთანაც ვასილიკონის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა დადო ხელშეკრულება და ამარაგებს პროდუქციით 2017 წლიდან.
ადგილი / მისამართი:
სალონიკის რეგიონული გზატკეცილი, მე-9 კმ, კილკისი, საბერძნეთი
ძირითადი და რეგიონული ფილიალები / ადგილობრივი წერტილები:
სალონიკის რეგიონული გზატკეცილი, მე-9 კმ, კილკისი, საბერძნეთი
კომპანია ამუშავებს 177 რეგიონულ მაღაზიას (სუპერმარკეტს) ცენტრალურ მაკედონიასა და კრეტაზე.
ცენტრის/ობიექტის მოკლე პრეზენტაცია:
კომპანია მუშაობს ქვეყნის მასშტაბით. თითოეული მაღაზია მუშაობს ადგილობრივად და ემსახურე ბაკონკრეტულ რეგიონში მცხოვრებ მომხმარებლებს. ამ კონტექსტში, ვასილიკას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თანამშრომლობს მასთან და და 2017 წლიდან საბერძნეთის მაღაზიებს ოსპითა და მუხუდოთი ამარაგებს. ვასილიკას კოოპერატივი მის მიერ წარმოებულ პარკოსნებს 177 მაღაზიაში ყიდის.
კომპანიას ძირითადად ამარაგებენ ადგილობრივი მწარმოებლები, კოოპერატივები და მცირე მწარმოებლები საბერძნეთიდან და საზღვარგარეთიდან. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებელთა ფართო აუდიტორიაზე, რომელიც მის მთავარ კლიენტურას წარმოადგენს. ამასთან, არ გამორიცხავს საცალო გაყიდვებს სხვა კომპანიებზე კულინარიული და ტურისტული სექტორებიდან.
პროდუქციის მიმწოდებლიდან კომპანიის სათაო ოფისში ტრანსპორტირება ხდება სატრანსპორტო კომპანიების დახმარებით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ხოლო სუპერმარკეტები მარაგდება კომპანიის კერძო საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით.
ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები
Hellenic Markets-ის სერვისები მოიცავს ქვეყნის ფარგლებში წარმოებული ან საზღვარგარეთიდან შემოტანილი პროდუქციის საცალო გაყიდვას.
კომპანია აფართოებს თავის საქმიანობას, ხსნის ახალ მაღაზიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენჩაიზის საშუალებით. ამავდროულად საზღვარგარეთიდან შემოაქვს ის პროდუქცია, რომელიც საბერძნეთის ბაზარზე არ მოიპოვება და ეწევა ამ პროდუქციის დისტრიბუციას.
პოპულარიზაციისა და რეკლამირების მიზნით, კომპანია ყოველკვირეულად გამოსცემს ბროშურას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ხელმისაწვდომ პროდუქციას. გარდა ამისა, კომპანია გამოსცემს პუბლიკაციებს და ავრცელებს სარეკლამო მასალებს ბეჭდური და სოციალური მედიის მეშვეობით.
პერიოდულობა:
კომპანიის სუპერმარკეტები მუშაობენ მთელი წლის განმავლობაში სამუშაო დღეებსა და სამუშაო საათებში.
ცენტრის მიერ შეთავაზებული პროდუქცია:
Hellenic Markets-ის მიერ შემოთავაზებული პროდუქტების კატეგორიებია:
Ø ხილი და ბოსტნეული
Ø ხორცპროდუქტები
Ø ყველის პროდუქტები
Ø რძის პროდუქტები
Ø ახალი ხორცი
Ø გაყინული სასურსათო პროდუქტები
Ø ბრინჯი და მაკარონი
Ø პარკოსნები და მარცვლოვნები
Ø მცენარეული ზეთები და ზეითუნის ზეთი
Ø ნამცხვრები
Ø სანელებლები
Ø უალკოჰოლო სასმელები და ყავა
Ø სასმელები და წვენები
Ø საწმენდი და სარეცხი საშუალებები
Ø პირადი ჰიგიენის საშუალებები
დაშვების პირობები
ვისთვის არის ცენტრი ხელმისაწვდომი:
- გაყიდვა
- გამყიდველები/მიმწოდებლები შეიძლება იყვნენ მწარმოებლები, კოოპერატივები და მცირე საწარმოები, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე საზღვარგარეთიდან. შესაძლებელია ისინი იყვნენ ცალკეული ფერმერებიც, მაგრამ მათ უნდა შეეძლოთ კომპანიის ყველა მაღაზიისთვის საკმარისი რაოდენობის პროდუქტის წარმოება.
- მომწოდებლებს უნდა ჰქონდეთ ISO და HACCP სერტიფიკატები და გააჩნდეთ საქმიანობის დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტაცია.
- გამყიდველები და მომწოდებლები უნდა დაუკავშირდნენ და მოლაპარაკება აწარმოონ ELOMAS-ის შესყიდვების დეპარტამენტთან პროდუქციის რაოდენობისა და გასაყიდი ფასების შესათანხმებლად, რათა ყველა მაღაზიის საქონლით მომარაგება შეუფერხებლად განხორციელდეს.
- ყიდვა
- კომპანიის პროდუქციის ყიდვა შეუძლიათ მხოლოდ საცალო მყიდველებს, კერძოდ ინდივიდუალურ მომხმარებლებს ან ადგილობრივ კომპანიებს.
- Kilometer 9. Thessaloniki - Koukouş Regional Highway, Greece
- +30 2310755440
- www.ellinikamarket.gr
- info@ellinikamarket.gr
- @ellinikamarket
- ellinika market
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 8:00 – 21:00, შაბათს - 8:00 – 20:00