შპს „ვაკის ბისტრო“ | LTD „Vake Bistro“

ხორცი ხორცი
Ღვინო Ღვინო
სასმელები სასმელები
სპრედები და ყველი სპრედები და ყველი
+(3)

ორგანიზაციის ტიპი:

საცალო და საბითუმო გაყიდვა

ინიციატორი/დამფუძნებელი:

ზურაბ შონია და მარიამ იოსებიძე

საკონტაქტო პირი:

ზურაბ შონია/ დამფუძნებელი / მთავარი მზარეული;

მარიამ იოსებიძე / დამფუძნებელი / დირექტორი

დაფინანსების ძირითადი წყარო:

საკუთარი დაფინანსება

მოკლე აღწერა:  

ვაკის ბისტრო დაფუძნდა 2019 წლის ივნისში, ზურაბ შონიას და მარიამ იოსებიძის ინიციატივით. თავდაპირველად გახსნეს ვაკის ბაზარი და ბისტრო ურთიერთდამოკიდებულ ორ კომპანიად. ბაზრის პროდუქციის გამოყენებით ბისტრო ამზადებდა საჭმელს სტუმრებისთვის. ასევე ხილ-ბოსტნეულისგან ამზადებდა სხვადასხვა სახის პროდუქტს (ჯემები, მურაბები, მწნილები, მარინადები და ა.შ.), რომელიც იყიდებოდა ბაზარში. მათი მიზანი იყო ბაზრის პროდუქცია სრულად შეევსოთ კლიმატ-გონივრული წარმოებული პროდუქციით, რაც ნაწილობრივ შეძლეს. მოიძიეს ფერმერები სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე დაიწყეს თანამშრომლობა “ელკანა”-სთან და გამოყოფილად დადგეს “ელკანა”-ს პროდუქტების თარო. ბისტროს შექმნის იდეა თავიდანვე არის მაქსიმალურად ადგილობრივი, კლიმატ-გონივრული მეთოდებით მოყვანილი პროდუქტისგან შექმნან ხელმისაწვდომი მენიუ. ფერმერებთად დიდი ხანია თანამშრომლობენ და იციან, მათი მიდგომები.

სამწუხაროდ ბაზრის ნაწილში პარტნიორებთან უთანხმოებების გამო ბაზარი დაიხურა. ბისტრომ მეგობარ კომპანიებთან  ერთად აითვისა ბაზრის სივრცე, ბისტროს გვერდით წარმოდგენილი არიან რესტორანი “პოლიფონია”, პიცა და კრაფტ ლუდის მიკრო სახარში “სვია”.

იურიდიული მისამართი:

თბილისი, თარხნიშვილის 16.

ფაქტიური მისამართი: თბილისი, 0179, ზაქარია ფალიაშვილის 5.

GPS: (41.7084678, 44.7766337)

ბიზნესის მოკლე აღწერა:

·       ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, მხოლოდ თბილისში.

·       პროდუქციას იღებს არასერტიფიცირებული ორგანული მეურნეობებიდან (ბარბალეს ფერმა, ელკანა და მისი ფერმერები).

·       ყიდის ადგილობრივ მომხმარებელზე.

·       ადვილი მისადგომია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მანქანით, ფეხით. მუნიციპალური პარკინგის შესაძლებლობა ქუჩაზე.

ბიზნესის მიერ გაწეული მომსახურება:

·       საცალო და საბითუმო გაყიდვები

·       სარესტორნო მომსახურება

·       ადგილზე მიწოდების სერვისი (ვოლტი, ელვისი, გლოვო)

მუშაობის პერიოდი:

მუშაობს ყოველდღე, მთელი წლის განმავლობაში.

რა პროდუქციას ყიდის:

რესტორნის კერძების გარდა ადგილობრივ ღვინოსა და ლუდს.

ხელმისაწვდომობა

·       პროდუქციის შესყიდვა ორგანიზაციის მიერ: აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, კლიმატ-გონივრული მეთოდებით მოყვანილი, თუმცა არ არის აუცილებელი სერთიფიცირებული იყოს.

·       შესყიდვა/ყიდვა - მომხმარებელი და ნებისმიერი დაინტერესებული პირი.

სამუშაო დრო: 12:00-დან 20:00 საათამდე (პანდემიის პირობებში)

Review (0)