მცირე მეწარმე „ბარბალე“
უგლუტენო პროდუქტები
სანელებლები
პარკოსნები
თაფლი და ფუტკრის პროდუქტები
Amenities
უგლუტენო პროდუქტები
სანელებლები
პარკოსნები
თაფლი და ფუტკრის პროდუქტები
ჩაის სასმელები
ხორცი
ქათამი და კვერცხი
თხილიეული
Ხილი და ბოსტნეული
Რძის პროდუქტები
ფქვილი და პროდუქტები ცხობისთვის
ვეგანური პროდუქტები
Ორგანული საკვები
Მაკარონი
იმუნიტეტის გამაძლიერებლები
სპრედები და ყველი
ჩირი, მშრალი ხილი
იოგურტი
Მარილი
Შაქარი
მარცვლეული
ორგანიზაციის ტიპი:
საცალო, საბითუმო გაყიდვა.
ინიციატორი/დამფუძნებელი:
ქეთი დიდმანიძე და გაგა მუმლაძე
საკონტაქტო პირი:
ქეთი დიდმანიძე - დამფუძნებელი, მიკრომეწარმე - გაგა მუმლაძე
დაფინანსების ძირითადი წყარო:
არასამთავრებო ორგანიზაციის და საკუთარი დაფინანსება.
მოკლე აღწერა:
"ბარბალე" ორგანული სოფლის მეურნეობის წარმოების ბრენდია საქართველოში, რომელიც 2015 წლის 5 ოქტომბერს დაარსდა. „ბარბალეს“ არ გააჩნია ბიო სერთიფიკატი, თუმცა სრულად იყენებს ორგანული სოფლის მეურნეობის მეთოდებს.
„ბაბალეს“ აქვს უნიკალური დევიზი, რომელიც დასაწყისიდანვე იქცა მომხმარებლისთვის კომპანიის მთავარ მესიჯად და ეს დევიზია: „ჩვენ ვაწარმოებთ ჯანმრთელობას" „We Produce Health"
„ბარბალეს“ სამ ძირითად ფასეულობას სოფლის მეურნეობის პროდუქტების ორგანულად მოყვანა, აგროტურიზმის განვითარება და ადგილობრივ მოსახლეობაში ორგანული სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს;
„ბარბალე“ აწარმოებს ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურებს, ახორციელებს ძველი ქართული კულტურების - ცერცვის, ძაძას, ღომის და ცულისპირას აღდგენას; აწარმოებს ოცამდე სახის მურაბას, ჯემს, მწნილებსა და სამკურნალო მცენარეებს, ჩაის. „ბარბალეს“ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს მეფუტკრეობა წარმოადგენს. 2019 წელს "ბარბალეს" მეურნეობაში, დაიწყო ფუტკრის თერაპია (აპი-თერაპია).
დღესდღეისობით „ბარბალეს“ აქვს საკუთარი წარმოება და ასწავლის მეზობელ ფერმერებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ორგანული მეთოდებით მოვლა-მოყვანას და შემდეგ ეხმარება რეალიზაციაში.
იურიდიული მისამართი -
საქართველო, სამცხე-ჯავახეთი, 0802, სოფელი აწყური.
ბიზნესის მოკლე აღწერა:
· ოპერირებს საქართველოს მაშტაბით, ძირითადად თბილისში და ქუთაისში.
· ნედლეულს იღებს საკუთარი წარმოებიდან და მეზობელი ფერმერებისგან.
· ძირითადად ყიდის საცალოდ მომხმარებელზე, ასევე რამდენიმე რესტორანში.
· ლოჯისტიკურად ადვილი მისადგომი - აწყურში, მთავარი გზიდან 1 კილომეტრი. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით თავისუფლად შეიძლება მისვლა.
ბიზნესის მიერ გაწეული მომსახურება:
· ადგილობრივი ფერმერების პროდუქტის რეალიზაცია.
· აქვს თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ონლაინ მიწოდების კარგად გამართული სერვისი.
მუშაობის პერიოდი:
მუდმივად მუშაობს, მთელი წლის განმავლობაში.
რა პროდუქციას ყიდის: ნედლი და გამომშრალი ხილი, ბოსტნეული, თაფლი, თხილეული, მარცვლეული, რძის პროდუქტები (ჩეჩილი ყველი), გადამუშავებული პროდუქტები (მურაბები - ვარდის, წიწაკის , ტყემალი, საწებელი), ჩაი (კუნელი, ასკილი, კოწახური, შინდი) და სხვა.
ხელმისაწვდომობა
· პროდუქციის შესყიდვა ორგანიზაციის მიერ: ნედლეულს იღებს ადგილობრივი ფერმერებისგან, ძირითადად მეზობლებისა და მეგობრებისგან. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებისთვის იყენებს ორგანული სოფლის მეურნეობის მიდგომებს და ადგილობრივ ფერმერებს ტექნიკურად ეხმარება ნედლეულის მოყვანაში.
· შესყიდვა/ყიდვა - ძირითადად საცალო მომხმარებელი, რესტორანი, მაღაზია და ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
- პროდუქციას ყიდის ქალაქ თბილისში, ვაჟა ფშაველას მე-3 კვარტალში, ეზოს გარაჟი.
- +995 595 72 08 08
- https://www.barbale.ge
- infobarbale@gmail.com
- https://www.facebook.com/biobarbale/
სამუშაო დრო: თბილისში მაღაზია მუშაობს ხუთშაბათს და კვირას, 11:00-16:00 საათი.
English
Armenian
Bulgarian
Greek
Romanian
Turkish



