ELDA MEC

(0 reviews)
Free
Რძის პროდუქტები Რძის პროდუქტები
სპრედები და ყველი სპრედები და ყველი
იოგურტი იოგურტი
ტრადიციული ხორცპროდუქტები ტრადიციული ხორცპროდუქტები

ინიციატორი/ინვესტორიი/მესაკუთრე

ELDA MEC S.R.L.

 

საკონტაქტო პირები:

მესაკუთრე - ადრიან კონდრეა

 

დაფინანსება: 

კერძო

 

წინაპირობა:

ბიზნესის მოკლე აღწერა და მისი განვითარების ეტაპები

კომპანია Elda Mec შეიქმნა 2000 წელს იმ ოჯახის ძალისხმევით, რომელმაც თავის მისიად  რძის პროდუქტების გულდასმით დამზადება დასახა. ყველაფერი სახლის ეზოში პატარა საწარმოთი დაიწყო. შემდეგ ოცნება ახდა და ის გადაიქცა SAPARD-ის პროექტით აშენებულ რძის ქარხანად ტოპრაისარში, კონსტანცას ოლქში.

მთავარი მოთხოვნა იყო ხარისხი ფერმერებიდან რძის შემგროვებლებამდე და მაღაზიებში პროდუქციის დისტრიბუციამდე. ხარისხი იწყება დობრუჯას ფერმერების კარიბჭიდან, სადაც რძე ყოველდღიურად გროვდება გამაგრილებელი ავზებიდან და ტრანსპორტირდება სპეციალურ რძის ავზებში, დაბალ ტემპერატურაზე. ქარხანაში ლაბორატორიული ანალიზისთვის რძის სინჯებს გადმოტვირთვამდე იღებენ. მოწმდება რძის სიმკვრივე და მჟავიანობა, ცხიმისა და ცილის შემცველობა და ანტიბიოტიკების არარსებობა, ასევე ტემპერატურა, რომელზედაც ის ინახება (უნდა იყოს 4 გრადუს ცელსიუსზე დაბალი). თუ რძე აკმაყოფილებს შესაბამის პარამეტრებს, ხდება პასტერიზაცია პათოგენური ბაქტერიების გასანადგურებლად. პასტერიზაცია გულისხმობს რძის მაღალ ტემპერატურამდე 75-95 გრადუსამდე გაცხელებას დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ეს პროცესი პრაქტიკულად არ ცვლის რძის ფიზიკურ-ქიმიურ და ნუტრიციულ მახასიათებლებს, ნარჩუნდება ფერმენტები, ვიტამინები და ვიღებთ უსაფრთხო პროდუქტებს ჩვენი მომხმარებლებისთვის. ეს პროცესი ზედმიწევნით სრულდება რძის თითოეული პარტიისა და თითოეული პროდუქტისათვის.

ელდას ქარხანა კომპიუტერიზებულია. მას ემსახურება კვალიფიციური პერსონალი და აკონტროლებს დამუშავებისა და შეფუთვის ყველა პარამეტრს. აღჭურვილობა თანამედროვეა: რძის პასტერიზატორი, რომელსაც აქვს ცენტრიფუგა არასასურველი მიკროორგანიზმების გასანადგურებლად, ჰერმეტული სეპარატორი ავტომატური გადმოსაღვრელით, ჰომოგენიზატორი, შესანახი ავზები და ავტომატური შესაფუთი დანადგარები. ყველა დანადგარს აქვს ავტომატური სარეცხი სისტემა.

 

ადგილმდებარეობა/მისამართი:

სათაო ოფისი:

5 Dumbrava Roșie Street, Constanța, 900613.Romania

GPS Coordinates – 44.18964589660866 N, 28.6503608112309 E

 

ძირითადი და რეგიონული ფილიალები / ადგილობრივი წერტილები:

ქარხნის მისამართი: :

97 Națională Street, Topraisar, Constanța, 907285 Romania

 

ცენტრის/ობიექტის მოკლე პრეზენტაცია

  • საოპერაციო დომენი - სახელმწიფო

  • კლიენტები - საცალო და საბითუმო მოვაჭრეები, ინდივიდუალური მომხმარებლები.

  • ლოგისტიკა - ფიზიკური წვდომა - საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მანქანით, ფეხით.

 

 

ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები:

  • გაყიდვები (საბითუმო/საცალო)

  • ბიზნესთანამშრომლობისსახეები – გაყიდვებიხდებაჰიპერმარკეტებისადასხვაპარტნიორიმაღაზიებისმეშვეობით, როგორიცაა:Metro, Selgros cash&carry, Carrefour, Cora, Auchan და სხვ.

  • ფრანშიზა - არ გამოიყენება

  • პოპულარიზაციადარეკლამა – ვირტუალურიმაღაზიის, ვებ გვერდისადა ფეისბუქის გვერდისმეშვეობით (https://www.facebook.com/gustuldobrogean/)

 

პერიოდულობა:

ვირტუალური მაღაზია მუდმივად ღიაა (ონლაინ შეკვეთის სისტემა მუშაობს მხოლოდ იურიდიულ პირებზე).

 

ცენტრის მიერ შეთავაზებული პროდუქტები:

რძის პროდუქტები: იოგურტი, კეფირი, სანა, ნაღები, ყველი, ძროხის და თხის რძე.

 

დაშვების პირობები:

ვისთვის არის ცენტრი ხელმისაწვდომი:

ყიდვა შეუძლიათ როგორც საბითუმო საცალო მოვაჭრეებს, ასევე ინდივიდუალურ მომხმარებლებს პარტნიორი მაღაზიებიდან.

სამუშაო დღეები – 8:00–16:00, შაბათი – 08:00–16:00, კვირა – დაკეტილია.

Review (0)

Similar places

Moș Iosif
ადგილობრივი გაყიდვის პუნქტი ქარხანა ადგილობრივი გაყიდვის პუნქტი ქარხანა

Moș Iosif