"რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა"
ინიციატორი:
გიორგი ალადაშვილი
საკონტაქტო პირი:
გიორგი ალადაშვილი
დაფინანსების ძირითადი წყარო:
საკუთარი დაფინანსება და მხარდაჭერა შვეიცარიიდან.
მოკლე აღწერა:
2016 წელი პირველმა დაიწყო საქართველოში ბიოდინამიური მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება. მთავარი მოტივაცია და მიზანი იყო დაბალანსებული და ჯანსაღი გარემოს შექმნა. ნელ-ნელა გააფართოვა ობიექტი და დაიწყო ღვინის ტურიზმი, აგროტურიზმი, კულინარიული ტურიზმი. აქვს ქართული ტრადიციული ღვინის მარანი, სარესტორნო სივრცე, საოჯახო სასტუმრო, სარელაქსაციო და სატრენინგო სივრცე, 3 ჰექტარი ვენახი, ხეხილის ბაღი და ნაკვეთი ბოსტნეულის მოსაყვანად. ასევე ყავს მეცხოველეობის შერეული ფერმა (ძროხა, ცხავარი, ღორი, ფუტკარი) და ცხოველისთვის განკუთვნილ საკვებს თვითონ აწარმოებს.
ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა მივიდეს და დააგემოვნოს ადგილობრივი ღვინო და კერძები, დაჯავშნოს ღვინის დეგუსტაცია და მასტერკლასი, დარჩეს მარნის სასტუმროში და ისიამოვნოს ჯანსაღი გარემოთ.
ფლობს კავკასერტის ბიოსერთიფიკატს და არის ნიკოლა ჟოლის ასოციაციის წევრი მარანი.
მისამართი:
საქართველო, კახეთი, თელავი, სოფ. რუისპირი, 2200, ნაფარეული 12.
ბიზნესის მოკლე აღწერა:
· ოპერირებს როგორც ადგილობრივ (საქართველო) ბაზარზე, ასევე აქვს ექსპორტი შვეიცარიაში, ბელგიაში, სინგაპურში, საფრანგეთში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში.
· აქვს საკუთარი ღვინის ბაზა შვეიცარიაში და საქართველოში, საიდანაც ხდება ღვინის გაგზავნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
· აწარმოებს ყურძენს და შემდეგ ღვინოს ბიოდინამიური მეთოდებით.
· ასევე აწარმოებს ხილს და ბოსტნეულს და სხვა აგროპროდუქტებს (ჩურჩხელა, ჩირები, ჯემები, ყველი, თაფლი)
· ღვინოს და არაყს ყიდის მომხმარებელზე საცალოდ და საბითუმოდ რესტორნებში, ღვინის მაღაზიებში და ასევე ღვინის ტურების დროს.
· მდებარეობს თელავში, ადვილი მისადგომია მანქანით.
ბიზნესის მიერ გაწეული მომსახურება:
ბიოდინამიურ სოფლის მეურნეობაზე კონსულტაცია.
მუშაობის პერიოდი:
მთელი წელი
რა პროდუქციას ყიდის:
ღვინო, არაყი. ადგილზე ღვინის, აგრო და კულინარიულ ტურებს.
ხელმისაწვდომობა
· პროდუქციის შესყიდვა ორგანიზაციის მიერ: საკუთარი პროდუქცია
· შესყიდვა/ყიდვა - ნებისმიერ მსურველს
- საქართველო, კახეთი, თელავი, სოფ. რუისპირი, 2200, ნაფარეული 12.
- +995 557 51 11 55
- https://biodynamic.ge/
- https://www.facebook.com/profile.php?id=100007284165055
სამუშაო დრო: ყოველდღე 09:00 - 20:00 საათი.