შპს. წინწყარო+
ინიციატორი/დამფუძნებელი:
ზეინაბ აბულაძე
საკონტაქტო პირი:
ზეინაბ აბულაძე
დაფინანსების ძირითადი წყარო:
არასამთავრებო ორგანიზაციის გრანტი, ასევე სახელმწიფო აგროკრედიტი და საკუთარი დაფინანსება.
მოკლე აღწერა:
დაარსდა 2016 წლის ივლისში, როგორც ოჯახური ყველის წარმოება. ნელ-ნელა გაფართოვდნენ და ამჟამად აწარმოებენ ყველს, ნაღებს და კარაქს თანამედროვე ტექნოლოგიით. წელს უკვე ამატებენ რძემჟავა პროდუქტებს და გეგმაში აქვთ საკუთარი, მაღალტექნოლოგიური პირუტყვის ფერმის აშენება. დანერგილი აქვს HACCP და ISO სტანდარტები. მათი დევიზია: ხარისხიანი ნედლეული, ხარისხიანი პროდუქცია.
იურიდიული მისამართი -
თეთრიწყარო, სოფელი წინწყარო
ფაქტიური მისამართი -
ოფისის მისამართი -
ბიზნესის მოკლე აღწერა:
· ოპერირებს ძირითადად საქართველოს მაშტაბით, თუმცა რამდენჯერმე პროდუქციის ექსპორტიც გააკეთეს საერთაშორისო ბაზარზე (აზერბაიჯანი, ისრაელი, აშშ).
· ნედლეულს იღებს ადგილობრივი ფერმებისგან დანაკლისის შემთხვევაში და სეზონურად მსხვილი მომწოდებლებისგან (თეთრი ფერმა, ყვარლის ბაგა).
· ძირითადად ყიდის საბითუმოდ მაღაზიებში, დიდ სუპერმარკეტებში (ფრესკო, ორი ნაბიჯი, ზღაპარი, მადაგონი), რესტორნებში (თუმცა პანდემიის პირობებში შეჩერებულია), გადამყიდველებზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე.
· ლოჯისტიკურად ადვილი მისადგომია. საწარმო მარნეულიდან 15 კილომეტრშია, თბილისიდან 40 წუთის სავალზე საკუთარი მანქანით.
ბიზნესის მიერ გაწეული მომსახურება:
· ადგილობრივი ფერმერების რძის რეალიზება.
· საბითუმოდ ადგილზე მიწოდების სერვისი.
მუშაობის პერიოდი:
მუდმივად მუშაობს, მთელი წლის განმავლობაში.
რა პროდუქციას ყიდის:
ყველი
ხელმისაწვდომობა
· პროდუქციის შესყიდვა ორგანიზაციის მიერ: ადგილობრივი ფერმერებისგან, აუცილებელია ფერმერი აწარმოებდეს რძეს, ჰქონდეს პირუტყვის ვეტერინალური საბუთი, იდენტიფიცირებული თითოეული პირუტყვი და საჭირო აცრების ჩატარების კალენდარი.
· შესყიდვა/ყიდვა - მომხმარებელი, გადამყიდველი, რესტორანი, მაღაზია და ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
Monday-Friday, 09:00–18:00.