Green Family «The Hellinikon»
Amenities
ინიციატორი/დამფუძნებელი/მესაკუთრე:
კომპანია Green Family ფლობს მის მიერ დაფუძნებულ მაღაზიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საკონტაქტო პირი:
პანტელეონ თეოდოროსი – მესაკუთრე
დაფინანსება:
კომპანია შეიქმნა და ვითარდებოდა კერძო დაფინანსებით.
წინაპირობა:
კომპანიამ საქმიანობა 1996 წელს დაიწყო, ათონის მოედანზე, საკვები დანამატების, მწვანილის, თაფლისა და საუზმეულის მაღაზიით, რაზეც გავლენა მოახდინა იმ დროს იტალიის ბაზარზე არსებულმა ტენდენციებმა და ჯანსაღი საუზმის კულტურამ. ჯანსაღი და ორგანული პროდუქტებით მომარაგების მიზნით, ბიზნესის მესაკუთრემ საზღვარგარეთთან თანამშრომლობა ორგანული პროდუქტების იმპორტით დაიწყო. ამავდროულად ავითარებდა საბითუმო ვაჭრობას. 2000 წელს წარმოების ხაზი მოიცავდა მცენარეულ კოსმეტიკას დაავადებათა სამკურნალოდ. ორგანული პროდუქტების ბაზარი გაფართოვდა. კომპანიამ გააძლიერა და გააფართოვა საბითუმო ვაჭრობა საბერძნეთში. 2008 წელს თემისტოკლი სოფულის ქუჩაზე დაარსდა ორგანული პროდუქტების მაღაზია, ხოლო 2009 წელს კომპანია არემონტებს ორ მაღაზიას და ცვლის საფირმო სახელწოდებას. ორი გარემონტებული მაღაზია ახლა აერთიანებს ძველ სასურსათო მაღაზიასა და ძველ აფთიაქს. კომპანია შედის ხილისა და ბოსტნეულის ბაზარზე, ხოლო მისი სახელწოდება Green Family-ით იცვლება.
2012 წელს კომპანია ქმნის მშრალი საკვების შესაფუთ ცენტრს ნეა რაიდესტოსში, სადაც ამზადებს საკუთარ ნიშანდებას და ფუთავს ხილსა და ბოსტნეულს. იმავე წელს იხსნება ახალი მაღაზია პანორამაში და ცოტა მოგვიანებით როდოსში, ქსანტიში და სალონიკში კომნინონის ქუჩაზე. თანდათან ბიზნესის დევიზი ხდება „სავარგულიდან თარომდე“. კომპანია მოტივაციას აძლევს მწარმოებლებს (რომლებთანაც ის თანამშრომლობს), აწარმოონ ბაზრიდან გამქრალი პროდუქტები. მომდევნო წლებში ემატება მეტი მაღაზიები სალონიკში, ლარისასა და ვოლოსში, ხოლო 2018 წელს კომპანია შედის ათენის ბაზარზე. გარდა ამისა, იქმნება საკონდიტრო ნაწარმის წარმოების ხაზი, სადაც პურს აცხობენ სპეციალური მასალებით, როგორიცაა წიწიბურა და ბრინჯი და იყიდება კომპანიის საკუთრებაში არსებულ მაღაზიებში.
დღეს Green Family ფლობს 9 მაღაზიას საბერძნეთში და დასაქმებული ყავს 78 თანამშრომელი. მის უახლოეს გეგმებში შედის შემდგომი გაძლიერება მეტი მაღაზიების გახსნით, კვიპროსის ბაზარზე შესვლით და „ნულოვანი ნარჩენების“ მიზნის მიღწევით.
ადგილი/მისამართი:
სათავე ოფისები: პლატონოსის 8, ნეა რაიდესტოსი, სალონიკი, საბერძნეთი
ცენტრის/ობიექტის მოკლე პრეზენტაცია:
კომპანია საქმიანობას ეწევა ქვეყნის მასშტაბით. ცენტრალური სტრუქტურა განთავსებულია სალონიკში, საიდანაც კომპანია ამარაგებს საცალო მაღაზიებს საბერძნეთში.
Green Family-ის მომწოდებლები ძირითადად ორგანული ფერმერები და მწარმოებლები არიან. მათ კომპანია მხარს უჭერს წარმოების ყველა ეტაპზე, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობებით. გარდა ამისა, კომპანია თანამშრომლობს ადგილობრივ მიკრო ლუდსახარშებთან და საოჯახო მეურნეობებთან (100-ზე მეტი), ასევე საზღვარგარეთის ორგანული პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან.
ძირითადი მომხმარებლები არიან იმ ტერიტორიის მცხოვრებლები, სადაც მაღაზია მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ კომპანია საბითუმო ვაჭრობით აღარ არის დაკავებული, ის აგრძელებს კონკრეტული რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურებას ქვეყანაში.
პროდუქციის მიწოდებას საწარმოს ცენტრალურ ნაგებობებში ახორციელებენ სატრანსპორტო კომპანიები. მაღაზიების მომარაგება, ასევე პროდუქციის დისტრიბუცია (ელექტრონული შეკვეთები/გაყიდვები) ხორციელდება კომპანიის საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით.
ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები:
Green Family-ის სერვისები მოიცავს მის მიერ წარმოებული და ბაზრის პროდუქტების საცალო გაყიდვას. კომპანია გთავაზობთ ბიზნეს თანამშრომლობის ვარიანტებს ფრენჩაიზის სახით, საბერძნეთში საცალო მაღაზიების დაარსებისა და ფუნქციონირებისთვის, ასევე მასტერ ფრენჩაიზის ფორმით, საქმიანობის სხვა ქვეყნებში გაფართოებისთვის. კომპანია მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში, თავისი პროდუქციის, მაღაზიებისა და ფრანჩაიზინგის პოპულარიზაციისა და რეკლამირებისათვის. და ბოლოს, ის თავის თავზე იღებს პროდუქციის მიწოდებას ცენტრალური სტრუქტურიდან მაღაზიებში და მაღაზიებიდან მომხმარებლამდე.
პერიოდულობა:
კომპანიის მაღაზიები მუშაობენ მთელი წლის განმავლობაში სამუშაო დღეებში და სამუშაო საათებში.
ცენტრის მიერ შეთავაზებული პროდუქცია:
Ø დღის ახალი პროდუქტი
- საკონდიტრო ნაწარმი
- რძის პროდუქტები
- ხილი და ბოსტნეული
- ხორცპროდუქტები
- გაყინული პროდუქტები
Ø ორგანული სურსათის მაღაზია
- სარეცხი საშუალებები
- საკონდიტრო ნაწარმი
- სპრედები
- დელიკატესები
- ბრინჯი და პარკოსნები
- ხემსი
- სასმელები - წვენები
- ზეთი
- თაფლი, ფუტკრის პროდუქტები
- ჩირი
Ø ვეგანური პროდუქტები
Ø მაკარონი
Ø მარცვლეული
Ø კოსმეტიკა
Ø საკვები დანამატები
დაშვების პირობები
ვისთვის არის ცენტრი ხელმისაწვდომი:
- გაყიდვა
- კომპანიაზე წვდომა საკუთარი პროდუქციის გასაყიდად აქვთ ცალკეულ ბიოფერმერებს და მწარმოებლებს, მიკრო ლუდსახარშებს და საოჯახო კომპანიებს - როგორც ადგილობრივს, ისე საზღვარგარეთის.
- ფერმერებს და მწარმოებლებს უნდა გააჩნდეთ მათ საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტაცია და პროდუქცია უნდა იყოს შესაბამისად სერტიფიცირებული.
- კომპანია ამოწმებს და განიხილავს პროდუქტის და მისი შეფუთვის ხარისხს, ასევე მიმწოდებლის საქმიანობის ადგილს და სამუშაო პირობებს.
- კომპანია ამოწმებს მიმწოდებლის საწარმოო სიმძლავრეს, რათა დარწმუნდეს, რომ რაოდენობა დააკმაყოფილებს ყველა მაღაზიის მოთხოვნას.
- ყიდვა
- კომპანიის მომხმარებელია ყველა საცალო კლიენტი, ვისაც წვდომა აქვს მის მაღაზიებზე. გარდა ამისა, კონკრეტულ შემთხვევებში რესტორნებსა და სასტუმროებს შეუძლიათ საბითუმო შესყიდვები განახორციელონ კომპანიასთან კონსულტაციის შემდეგ.
- Platonos 8, Nea Raidestos, Thessaloniki, Greece
- +30 2310463232
- www.greenfamily.gr
- sales@greenfamily.gr
- @greenfamilygr
ცენტრალური ოფისები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 – 17:00
საცალო მაღაზიები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9:00 - 20:00