«BIOFRESCO» SINGLE MEMBER PRIVATE COMPANY

დედა და ბავშვი დედა და ბავშვი
ბავშვთა კვება ბავშვთა კვება
საბავშვო კოსმეტიკა საბავშვო კოსმეტიკა
უგლუტენო პროდუქტები უგლუტენო პროდუქტები
+(48)

ინიციატორი/დამფუძნებელი/მესაკუთრე:

BIOFRESCO SINGLE MEMBER PRIVATE COMPANY(ერთწევრიანი კერძო კომპანია „ბიოფრესკო“)

 

საკონტაქტო პირი:

გეორგიოს კურიზიდისი - მესაკუთრე

 

დაფინანსება: 

კომპანია შეიქმნა და მუშაობს კერძო დაფინანსებით.

 

წინაპირობა:

კომპანია თავდაპირველად აამუშავე მისმა ამჟამინდელმა მესაკუთრემ 2002 წელს სალონიკში. ის ყიდის ორგანული და ბიოდინამიკური მეთოდებით წარმოებულ პროდუქციას. 15 წლიანი კვლევისა და განვითარების შემდეგ, ამჟამად კომპანია განთავსებულია ახალ, 2000 მ2 ფართობის შენობაში, რომელსაც აქვს წარმოებისა და შეფუთვის მოკრძალებული განყოფილება. ბიოფრესკო დღემდე თანამშრომლობს ორგანული პროდუქტების მწარმოებელ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან. მას შემოაქვს და ყიდის საზღვარგარეთის პროდუქციას, როგორც ექსკლუზიური ბერძნული იმპორტიორი. ის აგრეთვე ყიდის ადგილობრივი წარმოების ახალ ბიოხილსა და ბოსტნეულს, კაკლოვნებს და გაყინულ საკვებ პროდუქტებს.

კომპანიის ფილოსოფიაა თანამშრომლობის განვითარებას მცირე კუსტარულ წარმოებასთან, ფერმერებთან და მწარმოებლებთან, რომლებიც გვთავაზობენ ხარისხიან სერტიფიცირებულ პროდუქციას და იყენებენ წარმოების ეკომეგობრულ მეთოდებს ქიმიური სასუქებისა და ინსექტიციდების გარეშე.

„ბიოფრესკო“ სერტიფიცირებულია ორგანული პროდუქტების ინსპექტირების ინსტიტუტის - VIOELLAS S.A.-ს მიერ, ორგანული პროდუქტების წარმოებისა და ვაჭრობის ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად. 

 

ადგილი / მისამართი:

Zappa & Makedonikou Agona 9, Oreokastro სალონიკი, საბერძნეთი

GPS: 40.70820, 22.91132

 

ძირითადი და რეგიონული ფილიალები / ადგილობრივი წერტილები:

ძირითადი ობიექტი: Zappa & Makedonikou Agona 9, Oreokastro სალონიკი, საბერძნეთი

კომპანიას არ გააჩნია სხვა რეგიონული ან ადგილობრივი მაღაზიები.

 

ცენტრის/ობიექტის მოკლე პრეზენტაცია:

 

კომპანია საქმიანობას ეწევა საერთაშორისო მასშტაბით, ყიდის საკუთარ პროდუქციას საზღვარგარეთ და შემოაქვს საზღვარგარეთის პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის. მომწოდებლები არიან ადგილობრივი ბიოფერმერები და მწარმოებლები, ბერძნული საოჯახო საწარმოები, ბიოპროდუქციის საბითუმო მოვაჭრეებს და საზღვარგარეთის მწარმოებლები. კომპანიის კლიენტურა შედგება ორგანული პროდუქტების მაღაზიებისაგან/საწყობებისგან. საქონლის დისტრიბუცია კომპანიის ძირითადი ობიექტებიდან მომხმარებლებზე ხდება სატრანსპორტო კომპანიებით ან კერძო საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით.

 

ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები:

„ბიოფრესკო“ არის ექსკლუზიურად საბითუმო გაყიდვების კომპანია. ის ყიდის პროდუქციას საბერძნეთში და მის ფარგლებს გარეთ. შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომპანიას საზღვარგარეთიდან შემოაქვს ორგანული პროდუქტები, რომლებსაც საბერძნეთში არ აწარმოებენ. ამავდროულად სხვა ქვეყნებში გააქვს ნამცხვრები, ჩირი, მიუსლი, ტაჰინი და პასტელი. კომპანია წინასწარ ფუთავს ახალ ხილსა და ბოსტნეულს და უკეთებს ნიშანდებას, სადაც მითითებულია ინფორმაცია პროდუქტის მარშრუტის შესახებ, მეურნეობიდან საბოლოო გაყიდვის წერტილამდე, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და მიკვლევადობას.

კომპანიისა და მისი პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეკლამირების მიზნით, მუშაობს ბეჭდური და ელექტრონული მედია, კომპანიის ვებ-გვერდისა და ინტერნეტ მაღაზიის ჩათვლით.

და ბოლოს, კომპანია ხელს უწყობს პროდუქციის მომხმარებლამდე (ბიოპროდუქტების მაღაზიები/საწყობები) მიტანას, სატელეფონო და ონლაინ შეკვეთებით.

 

პერიოდულობა:

კომპანია მუშაობს სამუშაო დღეებში და სამუშაო საათებში, მთელი წლის განმავლობაში.

 

ცენტრის მიერ შეთავაზებული პროდუქცია:

„ბიოფრესკოს“ მიერ შემოთავაზებული პროდუქტების კატეგორიებია:

Ø მარილი

Ø ფქვილი

Ø რძის და ყველის პროდუქტები

Ø ხორცპროდუქტები, ხორცი და თევზი

Ø მარცვლოვნები და პარკოსნები

Ø ზეთი, ძმარი და ზეთისხილი

Ø მცენარეული ზეთები

Ø სპრედები

Ø ნამცხვრები და ტკბილეული

Ø სანელებლები და მწვანილი

Ø მაკარონი და ბრინჯი

Ø კაკლოვნები და თესლეული

Ø ხემსი და შოკოლადი

Ø სოიოს პროდუქტები

Ø მშრალი საკვები

Ø სასმელები და ყავა

Ø წვენი და მინერალური წყალი

Ø ჩვილი ბავშვის კვება

Ø მალამო და ბალზამი

Ø სარეცხი საშუალებები

Ø პირადი ჰიგიენის საშუალებები

 

დაშვების პირობები

ვისთვის არის ცენტრი ხელმისაწვდომი:

  • გაყიდვა

-       კომპანიის პოტენციური მომწოდებლები უნდა ფუნქციონირებდნენ ლეგალურად და უნდა გააჩნდეთ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

-       მათ პროდუქციას (მოყვანილს თუ წარმოებულს) უნდა გააჩნდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ორგანული სერტიფიკატი.

  • ყიდვა

-       მყიდველები უნდა იყვნენ პროფესიონალი მოვაჭრეები და უნდა გააჩნდეთ დღგ კოდი  

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით

სამუშაო საათები: 09:00 სთ – 17:00 სთ

Review (0)