დობრიჩის ფერმერთა ბაზარი; ბალჩიკის ფერმერთა ბაზარი
Amenities
ინიციატორი/დამფუძნებელი/მფლობელი:
კოოპერატივი Hrancoop - სოფია
საკონტაქტო პირი:
პეპა რაშევა - დობრიჩის ფერმერთა ბაზრის და ბალჩიკის ფერმერთა ბაზრის ორგანიზატორი, კოოპერატივ Hrankoop-ის წარმომადგენელი
დაფინანსება:
კერძო
წინაპირობა:
Global Dobrich-ის (2017) პირველ ფორუმზე გაჩნდა დობრიჩის ფერმერთა ბაზრის შექმნის იდეა, რომელიც საზოგადოებას გარანტირებული წარმოშობის ორგანულ სურსათზე სწრაფი და მარტივი წვდომით უზრუნველყოფდა. ამ იდეის განხორციელებაში ჩართული იყო დობრიჩის მუნიციპალიტეტი და პოტენციურ კონტრაქტორებს ეძებდა ქვეყანაში. ის დაუკავშირდა ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციას Hrankop-Sofia Cooperative-ს, რომელიც აორგანიზებს ფერმერთა ბაზრებს და ფერმერთა ფესტივალებს ქვეყნის რიგ ქალაქებში. დობრიჩის მუნიციპალიტეტმა ამ კოოპერატივთან დადო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა კოოპერატივის დობრიჩში ფერმერული ბაზრის მოწყობას მის მიერ აპრობირებული სისტემის გამოყენებით. ბაზარში მწარმოებლები მომხმარებელს უშუალოს შესთავაზებდნენ საკუთარი წარმოების ხარისხიან და ბუნებრივ სასურსათო პროდუქტებს. დობრიჩის მუნიციპალიტეტი 2017 წელს დაწყებული პროექტის ადმინისტრაციული პარტნიორია. 2020 წელს ბალჩიკის მუნიციპალიტეტის პარტნიორობით შეიქმნა ბალჩიკის ფერმერთა ბაზარი. ეს ორი ინიციატივა ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით, მაგრამ ორივე უკვე ჩამოყალიბებულ სისტემას ეყრდნობა და მხარდაჭერილია კოოპერატივ Hrankoop-ის მარკეტინგული, საბუღალტრო, იურიდიული და მართვის აქტივობებით. ფერმერთა ბაზრები ყოველკვირეული ღონისძიებებია. ისინი მასპინძლობენ კულტურულ ღონისძიებებსაც, ადგილობრივი მედია კი ზრუნავს, რომ მოსახლეობა ინფორმირებული იყოს ბაზარზე მიმდინარე ყველა ცვლილებისა და მოვლენის შესახებ. ფერმერთა ბაზარი ხდება არა მხოლოდ სასიამოვნო და სასარგებლო შოპინგის ადგილი, არამედ საგანმანათლებლო საქმიანობის ერთგვარი ცენტრი. ორგანიზატორები ასევე მუშაობენ იმისთვისაც, რომ ის ტურისტული მარშრუტების და კულინარიული ტურების ნაწილიც გახდეს.
ადგილმდებარეობა/მისამართი:
დობრიჩის ფერმერთა ბაზარი - დობრიჩი, ძველი დობრიჩის ეთნოგრაფიული კომპლექსი
ბალჩიკის (დამატა) ფერმერთა ბაზარი - ბალჩიკი, პრიმორსკის ქ. 22
ბალჩიკის ფერმერთა ბაზარი (აკვილონი) - ბალჩიკი, ბოტევის ქ. 21
მოკლე პრეზენტაცია:
ფერმერთა ბაზრების მთავარი მიზანია ადგილობრივ სუფთა ორგანულ სურსათზე წვდომის უზრუნველყოფა, რომელსაც მწარმოებლები უშუალოდ შესთავაზებენ მომხმარებელს. ბაზრებზე წარმოდგენილი ყველა მწარმოებელი არის მცირე საოჯახო მეურნეობა, რომელიც თითქმის მთლიანად საკუთარ პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს. ზოგიერთ მწარმოებელს გააჩნია ორგანული სერტიფიკატი.
ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები:
მაღაზიებისა და რესტორნების მეპატრონეები და საცალო მოვაჭრეები მისვლა შესაძლებელია ფეხით, მანქანით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არის საპარგინგე ადგილიც საბითუმო და საცალო ვაჭრობა შესაძლო თანამშრომლობა პოპულარიზაცია ბაზრის სტუმრებს შორის, ზეპირი მარკეტინგი სამომავლოდ იგეგმება ადგილზე მიწოდება
სამუშაო დრო:
ბაზრები რეგულარულად მუშაობენ, სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება დამატებითი სადღესასწაულო გამოფენები.
ცენტრის/ობიექტის მიერ შემოთავაზებული პროდუქცია:
ხილი, ბოსტნეული, თაფლი და ფუტკრის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, ხორცის დელიკატესები, კაკლოვნები, მწვანილი და სანელებლები, მაკარონის ნაწარმი და ნამცხვრები, ნატურალური წვენები, ღვინო, კვერცხი, ცივი გამოხდის ზეთები და ეთერზეთები, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთები.
დაშვების პირობები:
ინდივიდუალური ფერმერები, ფერმერები და ხელობის ოსტატები თავიანთ საქონელს პირდაპირ ადგილზე ყიდიან, აღჭურვილობას უზრუნველყოფენ ფერმერთა ბაზრის ორგანიზატორები.
ერთადერთი პირობაა, რომ მწარმოებლებს ჰქონდეთ საქმიანობის უფლება ბულგარეთის რესპუბლიკის კანონმდებლობისა და Hrankoop კოოპერატივის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, რაც ნიშნავს სუფთა სურსათის წარმოებას, ქიმიური სასუქების, ხელოვნური კონსერვანტებისა და დანამატების გამოყენების გარეშე.
ბაზრით სარგებლობისთვის დაწესებულია გადასახადი. ბაზრებით ძირითადად სარგებლობენ მუდმივი წევრები და იხდიან საწევრო გადასახადს, ხოლო ახალი მონაწილეებისთვის ხდება პირობების შეთანხმება.
მათ ევალებათ ბულგარეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება პროდუქციის შეფუთვასა და ნიშანდებასთან დაკავშირებით, საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. ბიოსერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში, საჭირო დოკუმენტაციას წარდგენა პროდუქციის განთავსება სხვა პროდუქციისგან განცალკევებით. მწარმოებლები იყენებენ საკუთარ ტრანსპორტს და ლოჯისტიკას.
ინდივიდუალურ მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია შესყიდვების განხორციელება ცენტრში/ადგილზე
- Dobrich Farmers’ Market - Dobrich, Old Dobrich Ethnographic complex; Balchik (Damata) Farmers’s Market - Balchik, 22, Primorska Str; Farmer's market Balchik (Aquilon) - Balchik, 21, Hr. Botev Str
- +359 878781697
- https://www.hrankoop.com
- prasheva@abv.bg; pazari@hrankoop.com
- https://www.facebook.com/FPDobrich
- https://www.facebook.com/FPBalchik
დობრიჩის ფერმერთა ბაზარი - ყოველ ხუთშაბათს დილის 10 საათიდან 3 საათამდე
ბალჩიკის ფერმერთა ბაზარი - დამბატა - ზაფხულში ყოველ შაბათს, შუადღისას
ბალჩიკის ფერმერთა ბაზარი - აკვილონი - პარასკეობით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში