როდოპის რძის მაღაზიები, ვარნა
ინიციატორი/დამფუძნებელი/მფლობელი:
შპს Lucky Times
საკონტაქტო პირი:
ივაილო იორდანოვი
დაფინანსება:
კერძო
წინაპირობა:
მაღაზიების შექმნის იდეა დაიბადა 2013 წელს, სოფელ სმილიანში Rhodopa Milk-ის რძის პროდუქტებისთვის უფრო მდგრადი და სამართლიანი ბაზრის ძიებისას. ამით რძის საწარმო ინარჩუნებს საქმიანობის ხარისხს და კონცეფციას, რაც გამოიხატება სმილიანის რეგიონიდან მოწოდებული რძის გამოყენებაში. მაღაზიები პოპულარიზაციას უკეთებენ სასტუმრო Mlechen Dom-საც სმილიანში. ასევე კლიენტებს სთავაზობენ ხარისხიან სურსათს და სასმელებს ადგილობრივი და რეგიონული მწარმოებლებისგან (ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში). ამრიგად, ისინი ახორციელებენ თავიანთ მისიას - ხელს უწყობენ მცირე მწარმოებლებს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის სასურსათო პროდუქტით ამარაგებენ. ზაფხულობით მაღაზიები აწყობენ კერძებისა და ღვინის თემატურ დეგუსტაციას.
ცენტრის/ობიექტის მოკლე პრეზენტაცია:
Rhodopa Milk-ის მაღაზიები მომხმარებელს სთავაზობენ სოფელ სმილიანში მდებარე Rhodopa Milk-ის რძის საწარმოს მიერ დამზადებულ პროდუქციას, ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთის მცირე მწარმოებლების მიერ მოწოდებულ სასურსათო პროდუქტებსა და სასმელებს, აგრეთვე სპეციფიკურ პროდუქტებს ქვეყნის სხვა ნაწილებიდან. იმპორტირებულია მხოლოდ ბერძნული ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი და იტალიური მაკარონის ნაწარმი.
ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები
საცალო გაყიდვების მაღაზიები
გვერდი ფეისბუქზე და ზეპირი პოპულარიზაცია
მიწოდება საბოლოო მომხმარებლამდე
ცენტრის მიერ შეთავაზებული პროდუქცია:
თაფლი და ფუტკრის პროდუქტები, რძის პროდუქტები, კაკლოვნები, მწვანილი და სანელებლები, საკონდიტრო ნაწარმი და ნამცხვრები, ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, გამაგრილებელი სასმელები.
დაშვების პირობები:
მაღაზიები ყიდიან Rhodopa Milk რძის საწარმოდან მოტანილ საკუთარ პროდუქციას და ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთის (100 კმ რადიუსში) ფერმერებისა და გადამამუშავებლების მიერ წარმოებულ პროდუქციას.
ყველა პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნულ და ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებს; ფერმერებს არ აქვთ მაღაზიებში პირდაპირი გაყიდვების განხორციელების შესაძლებლობა.
ყველა პროდუქტი იყიდება საკუთარი ნიშანდებით; თუ პროდუქცია ორგანულია, საჭიროა ახლდეს სერთიფიკატის ასლი.
მომხმარებლები პროდუქტს ყიდულობენ პირდაპირ მაღაზიებიდან.
- Company store "Rodopa Milk" at 17 Nikola Mihailovski Str., Under Confectionery "Sinchets"
- +359885805543
- lucky_times@abv.bg
- https://www.facebook.com/%D0%9C%D0%B0%D0%B3%D0%B0%D0%B7%D0%B8%D0%BD-%D0%A0%D0%BE%D0%B4%D0%BE%D0%BF%D0%B0-%D0%BC%D0%B8%D0%BB%D0%BA-37337019277448