სანელებლები სანელებლები
ხორცი ხორცი
ქათამი და კვერცხი ქათამი და კვერცხი
Ხილი და ბოსტნეული Ხილი და ბოსტნეული
+(8)

ინიციატორი/დამფუძნებელი/მესაკუთრე:

მაღაზიის დამფუძნებელი და მესაკუთრე არის კომპანია

 

საკონტაქტო პირი:

ლიმბენიდის დიმიტრიოსი - მესაკუთრე

 

დაფინანსება: 

კომპანია შეიქმნა და მუშაობს კერძო დაფინანსებით

 

წინაპირობა:

კომპანია „Yperpoiotiko“ დაარსდა 2012 წელს ბატონ ლიმპენიდის დიმიტრიოსის მიერ და დღემდე ფუნქციონირებს ალექსანდრუპოლისში, აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის რეგიონში. ეს კომპანია ვაჭრობს სერტიფიცირებული ორგანული პროდუქტებით და, ზოგიერთ შემთხვევაში, არასერტიფიცირებული ხარისხიანი პროდუქტებით. ის დაკავებულია საცალო და საბითუმო ვაჭრობით და სერტიფიცირებულია ორგანიზაცია Dio-ს მიერ. საქმიანობის დაწყებიდან დღემდე, კომპანია თანამშრომლობს ადგილობრივ ფერმერებთან და მწარმოებლებთან. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაღაზიაში გასაყიდ პროდუქტში ტოქსიკური პესტიციდების და მავნე ნივთიერებების არარსებობას.

 

ადგილი / მისამართი:

მისამართი: 98th Anatolikis Thrakis, Alexandroupoli, Evros

 

ძირითადი ფილიალი და რეგიონული/ადგილობრივი პუნქტები:

კომპანიის საკუთრებაშია ძირითადი მაღაზია, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: 98th Anatolikis Thrakis, Alexandroupoli, Evros

 

ცენტრის/ობიექტის პრეზენტაცია:

კომპანია საქმიანობას ეწევა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე და მომხმარებლებს ემსახურება  ქალაქ ალექსანდრუპოლისში მდებარე მაღაზიის მეშვეობით. მისი მომწოდებლები არიან ადგილობრივი ფერმერები, ადგილობრივი მწარმოებლები და ორგანული პროდუქტების საბითუმო მოვაჭრეები. კომპანიის მომხმარებლები ჩამოდიან როგორც ქალაქ ალექსანდროპოლისიდან, ასევე მიმდებარე ტერიტორიებიდან და ძირითადად არიან ინდივიდუალური მომხმარებლები ან მცირე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები (რესტორნები, კაფეები).

პროდუქციის მომარაგება ხორციელდება მომწოდებლების სატრანსპორტო საშუალებებით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

 

ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები:

„Yperpoiotiko“ პროდუქციას ძირითადად საცალოდ ყიდის ადგილობრივ მომხმარებლებზე. ასევე ეწევა საბითუმო ვაჭრობას რეგიონის ფარგლებში. კომპანიის მომხმარებლებს აქვთ სატელეფონო შეკვეთების შესაძლებლობა. მათ კომპანია საკუთარი ტრანსპორტით ემსახურება.  

პროდუქციის პოპულარიზაციისათვის და რეკლამისათვის გამოიყენება ადგილობრივი პრესა, ვებ-გვერდი და სოციალური მედია.

 

პერიოდულობა:

კომპანიის მაღაზია მუშაობს მთელი წლის განმავლობაში და ღიაა სამუშაო დღეებში და სამუშაო საათებში.

 

ცენტრის მიერ შეთავაზებული პროდუქცია:

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთ საკვებს, რომელიც ორგანიზმზე კატალიზურ ეფექტს ახდენს და ეხმარება მას დაავადებების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში. მისი პროდუქცია არის ორგანული ან არასერტიფიცირებული და მაღალი ხარისხის ორგანული, ზომიერი კულტივაციისა და მინიმალური დამუშავების პროდუქტი, რათა შენარჩუნებული ჰქონდეს კვებითი ღირებულება. პროდუქტების ძირითადი კატეგორიებია:

Ø რძე, რძის და ყველის პროდუქტები, პასტერიზებული და არაჰომოგენიზებული

Ø ალოეს ფოთლები

Ø კამეჩის რძის და ხორცის პროდუქტები

Ø ხილი და ბოსტნეული

Ø მარცვლეული

Ø სტანდარტიზებული ახალი ხორცი

 

დაშვების პირობები

  • გაყიდვა

-  კომპანიის მომმარაგებლები შეიძლება იყვნენ ცალკეული ფერმერები, კოოპერატივები, საცალო ან/და საბითუმო მოვაჭრეები

-  კომპანიის პოტენციურ მომწოდებლებს, თუ ისინი ორგანული პროდუქტების მწარმოებლები არიან, უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სერტიფიკატი    

-  თუ პროდუქტები არ არის ორგანული, გამყიდველმა უნდა აჩვენოს, რომ პროდუქცია წარმოებულია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში ნივთიერებების გამოყენების გარეშე.  

-  აქ არ არსებობს კონკრეტული მოთხოვნები პროდუქციის რაოდენობასთან დაკავშირებით და არც რაიმე გადასახადი პროდუქციის  მაღაზიაში ან თაროზე განთავსებისთვის.

  • ყიდვა

-  მაღაზიაში მყიდველებისათვის რაიმე შეზღუდვა არ არსებობს. კომპანიის კლიენტები შეიძლება იყვნენ ცალკეული მომხმარებლები და ბიზნეს-სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ საცალო შესყიდვებს, ან მოვაჭრეები, რომლებიც საბითუმო შესყიდვებით არიან დაკავებული.

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, კვირას დაკეტილია.  

სამუშაო საათები: ორშაბათი და სამშაბათი: 11:30 – 14:30

                       ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი: 09:00 – 18:00

                       შაბათი: 09:00 – 16:00

Review (0)

Similar places