„რკ რაჭის ნატურალური პროდუქტები“
ორგანიზაციის სახელი:
„რკ რაჭის ნატურალური პროდუქტები“
ორგანიზაციის ტიპი:
საცალო და საბითუმო გაყიდვა, ექსპორტი
ინიციატორი/დამფუძნებელი:
ორგანიზაციას ექვსი დამფუძნებელი ყავს: ლაშა გაგოშიძე, კოტე გამყრელიძე, ირაკლი დვალაძე, მამუკა ხუციძე, ეკა იაშვილი, მინდია ხუციძე. კოოპერატივს ყავს 11 წევრი (ოთხი ქალი, შვიდი კაცი). კოოპერატივს მართავს საერთო კრება და გამგეობა. გამგეობის თავჯდომარე არის ლაშა გაგოშიძე, გამგეობის წევრები კი მამუკა ხუციძე, ეკა იაშვილი და ლაშა გაგოშიძე.
საკონტაქტო პირი:
ლაშა გაგოშიძე - გამგეობის თავმჯდომარე
დაფინანსების ძირითადი წყარო:
არასამთავრობო ორგანიზაციის და სახელმწიფოს გრანტი, ასევე საკუთარი დაფინანსება.
მოკლე აღწერა:
არსდა 2014 წლის 27 ოქტომბერს საინიციატივო ჯგუფის მიერ და 2014 წელს ჩამოყალიბდა კოოპერატივად. აწარმოებენ თაფლს. აქვს ქართული ხარისხის ნიშანი სურსათის ეროვნული სააგენტოდან. კოოპერატივი დარეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად. საწარმო უვადოდ ფლობს აღიარების ნომერს საექსპორტოდ, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. ასევე, ელკანადან მინიჭებული აქვს აგრო-ეკოლოგიის ხარისხის ნიშანი. ამჟამად კოოპერატივი მუშობს HACCP სტანდარტის დანერგვაზე. მფლობელობაშია 1,300 კვ.მ მიწა, 500 კვ.მ შენობა და 300 ერთეული სკა. ამ ეტაპზე მხოლოდ თაფლის რეალიზებას აკეთებს. 2021 წელს იწყებს ფუტკრის რძის წარმოებას.
იურიდიული მისამართი - საქართველო, ამბროლაური, 0400, კოსტავას ქ. 7
ბიზნესის მოკლე აღწერა:
· ოპერირებს ადგილობრივ დონეზე, ასევე თაფლის ექსპორტი გააკეთეს გერმანიაში.
· ნედლეულს იღებს საკუთარი წევრებისგან, რომლებიც წლის განმავლობაში 6-7 ტონა სხვადასხვა სახეობის თაფლს აწარმოებენ.
· რაჭაში, 2021 წლის მაისში ხსნიან ლაბორატორიას, სადაც თაფლის ხარისხის შემოწმება იქნება შესაძლებელი.
· ყიდის საბითუმოდ და საცალოდ. გეგმავს თაფლის 30 გრამიან ჭურჭელში შეფუთვას და სასტუმროების და რესტორნების მომარაგებას.
· ლოჯისტიკურად ადვილი მისადგომი - ქალაქ ამბროლაურში, მთავარი მაგისტრალიდან 100 მეტრში.
ბიზნესის მიერ გაწეული მომსახურება:
· საცალო და საბითუმო გაყიდვები.
· სხვისი თაფლის დაფასოება, გაფილტვრა, დეკრისტალიზაცია, კუპაჟირება, ეტიკეტირება, საექსპორტოდ გამზადება. ეტიკეტზე ეწერება, თუ სად მოხდა თაფლის გამზადება.
მუშაობის პერიოდი: მუდმივად მუშაობს, მთელი წელი.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი.
რა პროდუქციას ყიდის:
თაფლი
ხელმისაწვდომობა
· პროდუქციის შესყიდვა ორგანიზაციის მიერ: პროდუქციას იღებს მხოლოდ საკუთარი კოოპერატივის წევრებისგან. დანაკლისის შემთხვევაში 30% შესყიდვა შეუძლია სხვა ადგილობრივი, არაწევრი ფერმერებისგან.
· შესყიდვა/ყიდვა - პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია საცალოდ, 240 გრამიდან და საბითუმოდ.
- იურიდიული მისამართი - საქართველო, ამბროლაური, 0400, კოსტავას ქ. 7 ფაქტიური მისამართი - საქართველო, ამბროლაური, ვაჟა-ფშაველას 2.
- +995 599971775
- rachaproduct@gmail.com
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი.