შპს „ქართული ხილის კომპანია“ და შპს „ქართული აგრო პროდუქტი“

Ხილი და ბოსტნეული Ხილი და ბოსტნეული

ინიციატორი/დამფუძნებელი:

გიორგი ახალაძე

საკონტაქტო პირი:

სოსო მანჯავიძე - აღმასრულებელი დირექტორი

დაფინანსების ძირითადი წყარო:

არასამთავრობო ორგანიზაციის და სახელმწიფო გრანტი, ასევე საკუთარი დაფინანსება.

მოკლე აღწერა:

შპს ქართული ხილის კომპანია არის სამაცივრე მეურნეობა, ქართული აგროპროდუქტი კი აწარმოებს პიურეს და წვენებს.

ხილის კომპანია დაარსდა 2014 წელს დეკემბერში, ქართული აგრო პროდუქტი კი 2017 წელს.

კომპანია „ქართული აგროპროდუქტი“ ჩამოყალიბდა 2013 წელს და გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში დაიწყო საქმიანობა, როგორც ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ. ამ პერიოდში პროდუქციას ყიდდნენ უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ბელორუსიაში. 2017 წლიდან კომპანიამ დაიწყო ხილის და ბოსტნეულის პიურეს და რბილობიანი წვენების წარმოება. 2020 წლიდან ბრენდის „კეთილი და პატიოსანი“ ქვეშ კეთდება ექვსი დასახელების სხვადასხვა შემადგენლობის სასმელი, ასევე დასალევი ხილ-ბოსტნეული. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ქართული ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება (კალიბრაცია-შენახვა-დასაწყობება სამაცივრე შენობაში) და როგორც ნედლი ხილის და ბოსტნეულის, ასევე მათგან უნიკალური ნატურალური სასმელის დამზადება და ექსპორტი. პირუეს წარმოება ხორციელდება იტალიური ხაზით.

კომპანიამ 2.5 ჰა საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მოიცავს 430 კვ.მ საკონსოლიდაციო ცენტრს, 350 ტონა ტევადობის სამაცივრე მეურნეობას და თანამედროვე გადამამუშავებელ ხაზს.

კომპანიას გააჩნია მაღალი ხარისხის ხილისა და ბოსტნეულის მიმწოდებლის სტატუსი საექსპორტო ბაზარზე.

იურიდიული მისამართი -

საქართველო, გურჯაანი, ჭირნახულის ქ., N2.

ფაქტიური მისამართი - საქართველო, გურჯაანის რ-ნი, 1519,  სოფელი ჩუმლაყი.

ბიზნესის მოკლე აღწერა:

·       ოპერირებს საქართველოს და საერთაშორისო მაშტაბით (ექსპორტი: რუსეთი, უკრაინა, აშშ, ინგლისი, ჩინეთი, ყატარი და სხვა)

·       ნედლეულს იღებს ადგილობრივი ფერმერებისგან.

·       ძირითადად ყიდის საბითუმოდ. მაღაზიებში (გუდვილი, კარფური, ორი ნაბიჯი) რესტორნებში და გადამყიდველებთან. 

·       ლოჯისტიკურად ადვილი მისადგომი, გურჯანშიც და თბილისშიც.

ბიზნესის მიერ გაწეული მომსახურება:

·       ადგილობრივი ფერმერების ნედლეულის შესყიდვა.

მუშაობის პერიოდი: მუდმივად მუშაობს მთელი წლის განმავლობაში.

რა პროდუქციას ყიდის: ნედლი ხილი და ხილის პიურე (მარწყვი, მოცვი, მაყვალი, ბალი, ყურძენი, ხურმა, კარალიოკი, კივი, ფეიხოა, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ბროწეული, ვაშლი, ქლიავი, ატამი), ბოსტნეული (პამიდორი, კიტრი), წვენები (სხვადასხვა ხილის, პამიდორის) გადამუშავებული პროდუქტი (ხილის პიურე, ტყემალი, სხვადასხვა საწებელი).

ხელმისაწვდომობა

·       პროდუქციის შესყიდვა ორგანიზაციის მიერ: ადგილობრივი ფერმერებისგან და მომწოდებლებისგან.

·       შესყიდვა/ყიდვა - მომხმარებელი, გადამყიდველი, რესტორანი, მაღაზია და ნებისმიერი დაინტერესებული პირი.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათი

Review (0)

Similar places