შპს რენეგეიდ თიი / LLC Renegade Tea
ბრენდის სახელი:
Renegade Tea Estate
ინიციატორი/დამფუძნებელი:
შპს რენეგეიდ თიი ეკუთვნის OÜ Renegade Tea Artisans (ესტონელები), ორივე კომპანია მუშაობს Renegade Tea Estate სახელწოდებით. კომპანია დაარსდა ჰანეს საარპუუს, კრისტინა მეხიკის, პრიტ ლავიცის, ტომას კაზილიუნასის, ჰანა ვილბერგის, მიინა სააკის მიერ.
საკონტაქტო პირი:
კრისტინა მეხიკის - დამფუძნებელი
დაფინანსების ძირითადი წყარო:
სახელმწიფო გრანტი და საკუთარი დაფინანსება
მოკლე აღწერა:
შპს „რენეგეიდ თიი“ დაარსდა 2017 წელს ესტონელი და ლიტველი მეგობრების მიერ და გამოიყენეს საქართველოს სამთავრობო პროგრამა „ქართული ჩაი“. მთავარი მოტივაცია იყო მიტოვებული პლანტაციების აღდგენა და მეორე სიცოცხლის მიცემა ქართული ჩაისთვის. რადგან ჩაის პლანტაციაბი თითქმის 30 წლის განმავლობაში ხელუხლებელი იყო, შესანიშნავი დასაწყისი იყო აგროეკოლოგიური ჩაის პროდუქციისთვის. ამიტომაც კლიმატ-გონივრული მეთოდებით ჩაის წარმოება შედარებით ადვილია მათთვის. პლანტაციების რეაბილიტაცია 2017/2018 წლის ზამთარში დაიწყეს და 2021 მათი მეოთხე სეზონი იქნება. ამ დროისთვის ქართულ ჩაის ყიდიან თითქმის მთელ მსოფლიოში, დაწყებული ახალი ზელანდიიდან ალიასკამდე. კომპანია ფლობს გრინ კაუკაზუსის სტანდარტს / EU და შწისს FOAG ეკვივალენტურ სტანდარტს.
საწარმოში აქვთ აგროტურიზმი, მასტერკლასები და ნებისმიერი სტუმრისთვის ხელმისაწვდომია ადგილზე მისვლა.
მისამართი:
საქართველო, წყალტუბო, 5412, სოფელი გუმათი.
ბიზნესის მოკლე აღწერა:
· ოპერირებს საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბით (მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში)
· პროდუქციას იღებს საკუთარი ჩაის პლანტაციებიდან
· ყიდის საცალოდ და საბითუმოდ მომხმარებელზე, ასევე რესტორნებში და მაღაზიებში მსოფლიოს მაშტაბით.
· თითქმის 4 საათის გზა თბილისიდან საკუთარი მანქანით.
ბიზნესის მიერ გაწეული მომსახურება:
· საცალო და საბითუმო გაყიდვები.
· ბიზნესთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.
მუშაობის პერიოდი: ონლაინ მაღაზია მუშაობს მუდმივად. ფერმა და საწარმო ვიზიტორებისთვის ღიაა ორშაბათი - ოთხშაბათი 10:00 საათიდან და პარასკევი და შაბათი 16:00-ზე.
სამუშაო დრო: ორშაბათი - ოთხშაბათი 10:00 საათიდან და პარასკევი და შაბათი 16:00-ზე.
(პანდემიის პირობებში, რეგულაციების შესაბამისად)
რა პროდუქციას ყიდის: სხვადასხვა სახის ქართული ჩაი
ხელმისაწვდომობა
· პროდუქციის შესყიდვა ორგანიზაციის მიერ: არ ახდენს პროდუქციის შესყიდვას.
· შესყიდვა/ყიდვა - მომხმარებელი, გადამყიდველი, რესტორანი, მაღაზია და ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
სამუშაო დრო: ორშაბათი - ოთხშაბათი 10:00 საათიდან და პარასკევი და შაბათი 16:00-ზე.