“Eskitadinda” ორგანული პროდუქტების მაღაზია

უგლუტენო პროდუქტები უგლუტენო პროდუქტები
სანელებლები სანელებლები
ჩაის სასმელები ჩაის სასმელები
ხორცი ხორცი
+(7)

ინიციატორი/დამფუძნებელი/მესაკუთრე

ოკან არი, ოზან ეკე და ოია არი სეგზინი

 

საკონტაქტო პირი:

ოკან არი, ოზან ეკე და ოია არი სეგზინი

მესაკუთრე.

 

დაფინანსება:

ეს არის საოჯახო კომპანია, რომელიც დაარსდა საკუთარი სახსრებით.

 

წინაპირობა:

Biokent organic-მა თავისი საქმიანობა დაიწყო სტამბულში 2017 წელს, როგორც მცირე საოჯახო ბიზნესმა. მისი მიზანია 100% ორგანული ბაზრის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება მხოლოდ ორგანული წარმოების იდეაზე. დაარსების დღიდან კომპანიამ გზა გაუხსნა თურქეთში ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებას, ასევე ორგანული მწარმოებლების პროდუქციის უსაფრთხო დისტრიბუციას მომხმარებლამდე. ელექტრონული კომერციის საშუალებით, ფირმა ახორციელებს ორგანული პროდუქტების დისტრიბუციას თურქეთში.

 

რეგისტრაციის მისამართი:

Ataturk Mah. 235. Sokak 9a, Kucukcekmece, Istanbul 34307, Turkey.

 

ცენტრის/ობიექტის მოკლე პრეზენტაცია:

კომპანიამ თავისი საქმიანობა, როგორც მცირე ბიზნესმა, 9 წლის წინ დაიწყო. მისი მიზანი იყო მომხმარებლისთვის ბუნებრივი და ადგილობრივი წარმოების ავთენტიკური საკვების მიწოდება. 2017 წელს მან შექმნა ელექტრონული კომერციის პლატფორმა www.eskitadinda.com, რომლის მიზანი იყო ბუნებრივი და ორგანული პროდუქტების მიწოდება ყველასთვის, ვისაც ჯანსაღი კვება სურდა. კომპანიის ზოგიერთი პროდუქტი მზადდება თაობებს შორის გადაცემული ტრადიციული მეთოდებით. ყველა ინგრედიენტის წყარო ორგანული მეურნეობები და მწარმოებლები არიან.

 

ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები:

კომპანია უპირველეს ყოვლისა პროდუქციას ყიდის ელექტრონული კომერციის პორტალით, მეორე მხრივ, სტამბოლის მაცხოვრებლებს ყველა პროდუქტი სტამბოლის სადისტრიბუციო ცენტრიდან მიეწოდება.

 

პერიოდულობა:

კომპანიის სადისტრიბუციო ცენტრი სტამბულში მუშაობს ყოველ დღე. ელექტრონული კომერციის პლატფორმა უზრუნველყოფს 24 საათიან მომსახურებას.

 

ცენტრის მიერ შეთავაზებული პროდუქტები:

ყველა პროდუქტი არის 100% ორგანული;

  • ჩვილ ბავშვთა პროდუქტები და პირადი მოვლის ბუნებრივი საშუალებები
  • ორგანული ბოსტნეული და ხილი
  • რძე, რძის პროდუქტები და სასმელები
  • საუზმე
  • ძირითადი სასურსათო პროდუქტები, პარკოსნები
  • ფქვილი და პურ-ფუნთუშეული
  • ჯემები, მელასა
  • კაკლოვნები, სანელებლები
  • მზა საკვები, ტომატ-პასტა, მწნილი
  • ხორცი და ხორცპროდუქტები.

 

დაშვების პირობები:

-   გაყიდვა:

-   კომპანია ყველა პროდუქტს ყიდულობს ორგანული სურსათის მწარმოებლებისგან. შეძენისათვის არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები ან გადასახადი.

- ყიდვა:

-   კომპანია მყიდველებს აწვდის ყველა პროდუქტს გაყიდვების საკუთარი წერტილებიდან. კომპანია არ იყენებს შუამავალ პირებს ან ფირმებს პროდუქციის შესყიდვისა და რეალიზაციისთვის.

კომპანიის დისტრიბუციის ცენტრი სტამბულში მუშაობს ყოველდღე, დილის 9:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე.

Review (0)