COMSORAD

(0 reviews)
Free
ხორცი ხორცი

ინიციატორი/ინვესტორიი/მესაკუთრე

COMSORADI S.R.L.

 

საკონტაქტო პირი:

გეორგ ნიცა, მფლობელი

 

დაფინანსება:

კერძო

 

წინაპირობა:

ბიზნესის მოკლე აღწერა და მისი განვითარების ეტაპები 

Comsoradi Buzău-მ საქმიანობა დაიწყო 1994 წელს სასურსათო მაღაზიის გახსნით. წყვილის მიერ შექმნილი საოჯახო ბიზნესის ეფექტური მართვის შედეგად კომპანია ისე გაფართოვდა, რომ მალე ახალი, საყასბო მაღაზია გახსნეს, რომელიც Sapard-ის პროექტის ფარგლებში მოგვიანებით ხორცის ნამდვილ ქარხანად გადაკეთდა. ინვესტიციის საერთო ღირებულება 4 მილიონი ევრო იყო. მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, კომპანია დღე-ღამეში დაახლოებით 7 ტონა პროდუქციას აწარმოებდა, რომლის დამუშავება Sapard-ის პროგრამით შეძენილი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობითა და დაახლოებით 30 თანამშრომლით ხორციელდებოდა.

Comsoradi Buzău დღეს აწარმოებს ცნობილ პლეშკოის სოსისებს, რისთვისაც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროსგან ტრადიციული პროდუქტის სერთიფიკატი აქვს მიღებული. პლეშკოის სოსისის გარდა, კომპანიას სამინისტროსგან სერთიფიკატი აქვს მიღებული ბუზაუს კიდევ ერთი დელიკატესის - ტრადიციული პროდუქტის „ბაბაკ სარბესკის“ წარმოებისთვის. ის, რომ Cosmoradi-ს ხელმძღვანელობა ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით არის დაინტერესებული, იმაშიც გამოხატება, რომ ისინი არ ზოგავენ თანხებს ნედლეულის ლაბორატორიულ შემოწმებაში, რათა ნედლეული აკმაყოფილებდეს ჰიგიენისა და ხარისხის ყველაზე მკაცრ ნორმებს.

 

ადგილმდებარეობა/მისამართი:

ბუცეგის ქ. 14, ბუზეუ, ბუზეუს ოლქი, 120208 რუმინეთი

 

ცენტრის/ობიექტის მოკლე პრეზენტაცია:

  • საოპერაციო დომენი - სახელმწიფო

  • კლიენტები - საცალო და საბითუმო მოვაჭრეები, ინდივიდუალური კლიენტები.

  • ლოგისტიკა - ფიზიკური წვდომა - საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მანქანით, ფეხით, არსებობს პარკინგი.

 

ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები

  • გაყიდვები (საბითუმო, საცალო)

  • ბიზნეს თანამშრომლობის სახეები - გაყიდვები ხდება საკუთარი მაღაზიებიდან

  • ფრანშიზა - არ გამოიყენება

  • საკუთარიფეისბუქ-გვერდისსაშუალებით (https://www.facebook.com/Comsoradi/)

 

პერიოდულობა:

მაღაზია მუდმივად ღიაა   

 

ცენტრის მიერ შეთავაზებული პროდუქტები:

ხორცის ტრადიციული ნაწარმი: პლეშკოის სოსისი, ბაბიკი.

 

დაშვების პირობები:

ვისთვის არის ცენტრი ხელმისაწვდომი:

საცალო და საბითუმო მოვაჭრეებისათვის. ასევე ინდივიდუალურ კლიენტებს შეუძლიათ პროდუქციის შეძენა საკუთრებაში არსებული მაღაზიებიდან.

სამუშაო დღეები - დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე, შაბათი – 08:00–18:00, კვირა – 8:00–14:00.

Review (0)

Similar places