კოოპერატივი „გილე“
ორგანიზაციის ტიპი:
საბითუმო გაყიდვა
ინიციატორი:
იზოლდი ქიტესაშვილი
საკონტაქტო პირი:
იზოლდი ქიტესაშვილი- დირექტორი
დაფინანსების ძირითადი წყარო:
აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის და სახელმწიფოს დაფინანსება, ასევე საკუთარი დაფინანსება.
მოკლე აღწერა:
სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი "გილე" დაარსდა 2014 წლის აპრილში. ის წარმოადგენს 11 ფერმერის გაერთიანებას, რომელთა ხილის წარმოების გამოცდილება 35 წელს ითვლის. კოოპერატივის საკუთრებაშია ხეხილის ბაღები: ატამი, ქლიავი, კენკრა და სხვა.
რ.კ. "გილემ" ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კენკრის კომერციული წარმოება საქართველოში და ბაზარზე უეკლო მაყვლის, ჟოლოს და მარწყვის მიწოდება. 2016 წლიდან დაიწყეს კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება, რისთვისაც ყოველწლიურად აფართოებს სადედე ბაღების კოლექციას და ნერგების ასორტიმენტს.
დღეისთვის ყიდის როგორც ნედლ(ცოცხალ) და გამომშრალს ხილს, ასევე მაყვლის ნერგებს.
რეგისტრაციის მისამართი:
საქართველო, ქ.ნთბილისი, შ. ნუცუბიძის ქ., N 4
ბიზნესის მოკლე აღწერა:
· ოპერირებს საქართველოში და ექსპორტი რამდენჯერმე განახორციელეს რუსეთში. აქვთ სხვა ქვეყნებში ექსპორტის რესურსიც.
· ნედლეულს იღებს კოოპერატივის წევრებისგან, პროდუქციის დანაკლისის შემთხვევაში 30%-მდე დანამატს აკეთებს სხვა, კოოპერატივის არაწევრი, ადგილობრივი ფერმერებისგან.
· ძირითადად ყიდის საბითუმოდ და შუამავლებზე, ე.წ. გადამყიდველებზე.
· მდებარეობს გურჯაანში ცენტრალურ გზასთან, ადვილი მისადგომია საკუთარი თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ბიზნესის მიერ გაწეული მომსახურება:
· აქვთ საბითუმო გაყიდვები, თუმცა საცალოც შესაძლებელია, მოთხოვნის შესაბამისად.
· აქვთ ხილის შესანახი მაცივრები, სადაც შეუძლიათ სხვა, კოოპერატივის არაწევრი ფერმერების პროდუქციის შენახვა.
მუშაობის პერიოდი: ძირითადად სეზონურად, ზაფხული და შემოდგომა. თუმცა, პროდუქციის შეკვეთა შეიძლება მთელი წლის განმავლობაში.
სამუშაო დრო: არ აქვთ კონკრეტული სამუშაო დრო. ძირითადად 8 საათია სამუშაო დღეებში და სეზონის განმავლობაში - ყოველ დღე.
რა პროდუქციას ყიდის: ნედლი და გამომშრალი ხილი (ხურმა, ქლიავი, ლეღვი).
ხელმისაწვდომობა
· პროდუქციის შესყიდვა ორგანიზაციის მიერ: ნედლეულს იღებს საკუთარი კოოპერატივის წევრებისგან და დანაკლისის შემთხვევაში 30%-მდე დანამატს აკეთებს სხვა, ადგილობრივი არაწევრი ფერმერებისგან. პროდუქციის შესყიდვაზე არ აქვს რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა ან გადასახადი.
· შესყიდვა/ყიდვა - პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია საბითუმოდ.
- თავისუფლების ქ., #80ა. ქ. გურჯაანი, 1500, საქართველო.
- +995 599781445
- qitesagile@mail.ru, izoldaqitesashvili@gmail.com
Every day during production period, between 10:00-18:00