„8000 მოსავალი“
ორგანიზაციის ტიპი: საცალო და საბითუმო ვაჭრობა, ექსპორტი
ინიციატორი/დამფუძნებელი:
ირაკლი ჩხაიძე, გიორგი კვირიკაძე, ლევან ბერიშვილი და სინერჯი კაპიტალი (კომპანია)
საკონტაქტო პირი:
ირაკლი ჩხაიძე - დამფუძნებელი
დაფინანსების ძირითადი წყარო:
სახელმწიფო და საკუთარი დაფინანსება.
მოკლე აღწერა:
ღვინის მაღაზია და ბარი „8000 მოსავალი“ დაარსდა 2016 წელს. თავიდანვე გათვლა გააკეთეს ადგილობრივ სეგმენტზე და ამიტომ გაიხსნა თბილისის ურბანულ ნაწილში, საბურთალოზე. წარმოდგენილი აქვთ მხოლოდ ქართული ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები. წარმოდგენილი ღვინოები შეირჩევა დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისიის მიერ, ფარული შეფასებით. ღვინოების შეფასება ხდება მისი სიჯანსაღის და ორგანოლეპტიკური (ფერი, არომატი, გემო) მახასიათებლების მიხედვით.
ამ ეტაპზე ქართული წარმოშობის 960 ღვინო აქვთ 360 მეღვინეობიდან.
ბარში, შეგიძლიათ დააგემოვნოთ სასურველი ღვინო სხვადასხვა სახის ღვინის შესაბამის საჭმელთან ერთად. ასევე ბარში ხშირად ტარება ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები.
დღეისთვის, „8000 მოსავალს“ აქვს 3 ფილიალი თბილისში და ის ერთ-ერთი საყვარელი ღვინის ადგილია მოსახლეობისთვის.
მისამართი - საქართველო, თბილისი, 0162, ი.აბაშიძის 60. GPS: (41.7082206, 44.7587072)
საქართველო, თბილისი, 0160, ს. ცინცაძის 26. GPS: (41.7213498, 44.7651149)
საქართველო, თბილისი, 0108, რ. თაბუკაშვილის 27. GPS:(41.7019768, 44.7967090)
ბიზნესის მოკლე აღწერა:
· ოპერირებს საქართველოს მაშტაბით, ჰქონდა რამდენიმე ექსპორტი ლიტვაში და აზერბაიჯანში.
· ძირითადად ყიდის მცირე და საშუალო მარნების ღვინოებს, თუმცა ასევე რამდენიმე დიდი ღვინის კომპანიის პროდუქციასაც.
· აქვს „ბიო“ სერთიფიცირებული და კლიმატ-გონივრული მეთოდებით წარმოებული ღვინიოები.
· ყიდის საცალოდ და აქვს საბითუმოდ გაყიდვის შესაძლებლობაც. ასევე ამარაგებს რამდენიმე რესტორანს და ბარს.
· თბილისის ცენტრალურ უბნებშია მაღაზიები, ლოჯისტიკურად ადვილი მისადგომია.
ბიზნესის მიერ გაწეული მომსახურება:
· ადგილობრივი მარნებისა და ღვინოების პოპულარიზაცია.
· საცალო და საბითუმო გაყიდვები.
· კარგად გამართული ადგილზე მიწოდების სერვისი.
მუშაობის პერიოდი:
მუდმივად მუშაობს მთელი წლის განმავლობაში.
რა პროდუქციას ყიდის:
ღვინო (ბოთლის), ჩირები, ყველი, თხილეული, მურაბები, წიპწის ზეთი, შავი შოკოლადი.
ხელმისაწვდომობა
· პროდუქციის შესყიდვა ორგანიზაციის მიერ : ადგილობრივი მარნებისგან. უნდა აკმაყოფილებდეს დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისიის მოთხოვნებს, როგორცაა სიჯანსაღე და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები.
· შესყიდვა/ყიდვა - მომხმარებელი, გადამყიდველი, რესტორანი, მაღაზია და ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
- საქართველო, თბილისი, 0162, ი.აბაშიძის 60.
- +995 599441914
- https://8000vintages.ge/?sl=ka
- info@8000vintages.ge, chkhaidze@8000vintages.ge
სამუშაო დრო: ყოველდღე, 11:00-01:00 სთ. (პანდემიის პირობებში, რეგულაციების შესაბამისად)