MOESIS
ინიციატორი/ინვესტორიი/მესაკუთრე
Piccolo Angelo SRL
საკონტაქტო პირი:
პაულა ვალსი, ანჯელო ჯგუფის მენეჯერი
დაფინანსება:
კერძო
წინაპირობა:
ბიზნესის მოკლე აღწერა და მისი განვითარების ეტაპები
კომპანია ANGELO ჯგუფი დაარსდა 1992 წელს. მისი საწარმოო საქმიანობა მოიცავს მშრალი და ცხელი საკონდიტრო ნაწარმის დამზადებას, ბოსტნეულის და ხილის გადამუშავებას, თაფლის გადამუშავებას და შეფუთვას, კენკრის გადამუშავებას და შეფუთვას. ის არის საკონდიტრო ნაწარმისა და ტკბილეულის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი დობრუჟაში. ამჟამად კომპანია ფლობს 11 საკონდიტრო ქარხანას, ხუთ მაღაზიას, ორ ქარხანას, ყავს 250 თანამშრომელი და აქვს 6 მილიონი ევროს ბრუნვა. საწარმოო საქმიანობა ხორციელდება სოფლად - გრეჩის კომუნაში, ტულჩას საგრაფოში, მაგრამ ANGELO-ს პროდუქტები ყოველდღიურად ჩააქვთ კონსტანცაში, ტულჩაში, იალომიცში, გალაციში, ბრაილასა და ვრანჩეაში, აგრეთვე ბუქარესტში.
კომპანიის პორტფელში შედის 14 ტრადიციული სერტიფიცირებული პროდუქტი. საკონდიტრო ნაწარმის (როგორიცაა ცნობილი ANGELO-ს ტორტები და ANGELO-ს ბრენდის Cindy Bars-ის ბრენდის მრავალფეროვანი ნამცხვრები და პროდუქტები) დისტრიბუცია ხორციელდება ჯგუფის 14 სამუშაო პუნქტში, რომელიც ტულჩას და კონსტანცას ოლქებში მდებარეობენ.
გარდა ამისა, საკუთარი ტრანსპორტით პროდუქციის დისტრიბუცია ხდება 7-ზე მეტ ოლქში, 1500-ზე მეტ პარტნიორთან.
ადგილმდებარეობა/მისამართი:
7 Valea cu Tei Street, Greci, Tulcea County, Romania, 827080.
ცენტრის/ობიექტის მოკლე პრეზენტაცია:
-
საოპერაციო დომენი - სახელმწიფო (რუმინეთის შვიდზე მეტ ოლქში)
-
კლიენტები - საცალო და ბითუმად მოვაჭრეები, ინდივიდუალური მომხმარებლები.
-
ლოგისტიკა - ფიზიკური წვდომა - საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მანქანით, ფეხით, არის პარკინგი.
ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისები:
-
გაყიდვები (საბითუმო და საცალო)
-
ბიზნესთანამშრომლობისსახეები – გაყიდვებიხორციელდებასაკუთარიმაღაზიებიდან, აგრეთვე 1500-ზემეტიდისტრიბუტორისადაპარტნიორიმაღაზიისმეშვეობით.
-
ფრანშიზა - არ გამოიყენება
-
პოპულარიზაციადარეკლამა –ვებ გვერდისადა ფეისბუქის გვერდისმეშვეობით (https://www.facebook.com/moesisbyangelo)
პერიოდულობა:
მაღაზიები მუდმივად ღიაა
ცენტრის მიერ შეთავაზებული პროდუქტები
Angelo მომხმარებლებს საკუთარი წარმოების სულ მცირე 500 სახის პროდუქტს სთავაზობს: ყველა სახის ნამცხვარს, მათ შორის ტრადიციულს, ჯემს, სიროფს, ორცხობილას, ფახლავას და სხვ.
დაშვების პირობები:
ვისთვის არის ცენტრი ხელმისაწვდომი:
ყიდვა შეუძლიათ როგორც საცალო და საბითუმო მოვაჭრეებს, ასევე ინდივიდუალურ მომხმარებლებს.
- 7 Valea cu Tei Street, Greci, Tulcea County, Romania, 827080.
- +40 741.123.350
- https://moesis.ro/
- vanzarionline@angelogroup.ro
- https://www.facebook.com/moesisbyangelo/
სამუშაო დღეები - დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე, შაბათი - დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე, კვირა - დაკეტილია.